ილია ჭავჭავაძის სიტყვებს ამოფარებული თმობთ ქვეყნის რეალურ სუვერენიტეტს – კორძაია „ოცნებას“

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ ქვეყნის რეალურ სუვერენიტეტს ილია ჭავჭავაძის სიტყვებს ამოფარებული თმობს.
ამის შესახებ მან დღეს, 30 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ილია ჭავჭავაძის ფრაზები, რომელსაც „ოცნება“ ციტირებს, მათ შინაარსი გამოაცალეს, რადგან ჭავჭავაძემ მთელი ცხოვრება სგან საქართველოს გათავისუფლებას დაუთმო.
„ამიტომ გუშინ თქვენი გამოსვლა იყო ფსევდოპატრიოტული სულისკვეთების, ქვეყნის სუვერენიტეტს ამოფარებული და ს იმედად მყოფი გუნდის განცხადებები.
მთავარი და მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ დღეს თქვენ უომრად, ყოველგვარი ხმის ამოღების გარეშე თმობთ ამ ქვეყნის რეალურ სუვერენიტეტს. სამწუხაროდ, ამას აკეთებთ სწორედ ილია ჭავჭავაძის სიტყვებს ამოფარებული. ეს არის ზუსტად იმ მოქალაქეების მოტყუება, რომელიც გუშინ მოიყვანეთ აქ. ჩემი პატივისცემა თითოეულ მოქალაქეს და პატივისცემა იმ ადამიანს, რომელსაც გუშინ სახის გამოჩენის ერიდებოდა, რადგან დავალების შესრულება არავის სიამოვნებს.
ორი საუკუნეა საქართველო იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ. თქვენ გუშინ დააანონსეთ, რომ ორი საუკუნის ბრძოლა უნდა დასრულდეს რუსეთის წარმატებით და არ გამოგივათ. ვინც ამ პროცესში ევროპის მხარეს ხართ და არა რუსეთის, ვისაც გესმით ილია ჭავჭავაძის ნამდვილი შინაარსი, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივი მოვლენის, ისევ გამოდით და თქვით თქვენი სიტყვა“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
გუშინ, 29 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში რუსული კანონის მხარდასაჭერად კონტრაქცია გამართა, სადაც მოქალაქეები, ძირითადად, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულები, რეგიონებიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანეს.
კონტრაქციის ლოზუნგი იყო ილია ჭავჭავაძის სიტყვები: „მამული, ენა, სარწმუნოება“.
29 აპრილს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა კონტრაქციაზე სიტყვით გამოსვლისას „რუსული კანონი“ დაიცვა, „გლობალური ომის პარტია“ დაადანაშაულა საქართველოს დაპირისპირებაში რუსეთთან, “აგენტოკრატიის” დამყარების მცდელობაში და ს შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ დასჯის პირობა დადო.
“ოცნების” კონსპირაციაა, რომ თითქოს არსებობს “გლობალური ომის პარტია”, რომელიც მის ჩართვას ცდილობს ომში.
ივანიშვილმა ისაუბრა “საფრთხეზე”, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს, მისი თქმით, გარედან ემუქრება — დასავლეთზე მინიშნებით.
ივანიშვილმა თქვა, რომ „ვარდების რევოლუციის“ შედეგად ქვეყანას არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ გარედან დანიშნული რევოლუციური კომიტეტი — უცხოური აგენტურა მართავდა. ივანიშვილის თქმით, ისინი ლიდერებად „ენჯეოების მიერ მოწყობილი რევოლუციის შედეგად დაინიშნნენ“.