ილია საბაძე: მაქვს პატივი, რომ კიდევ ერთხელ წარმოვადგენდე “ქართულ ოცნებას” და ჩემს წალკელებთან ერთად გავაგრძელო მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ზრუნვა

ილია საბაძე: მაქვს პატივი, რომ კიდევ ერთხელ წარმოვადგენდე “ქართულ ოცნებას” და ჩემს წალკელებთან ერთად გავაგრძელო მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ზრუნვა
მაქვს პატივი, რომ კიდევ ერთხელ წარმოვადგენდე “ქართულ ოცნებას” და ჩემს წალკელებთან ერთად გავაგრძელო მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ზრუნვა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წალკის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, ილია საბაძემ განაცხადა, რომელიც მმართველმა გუნდმა მეოთხე ვადით წარადგინა.
მოქმედმა მერმა ისაუბრა მისი მუშაობის პერიოდში მუნიციპალიტეტში განხორციელებულ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოზე, მათ შორის, გზების, საბავშვო ბაღების და სკოლების აშენებისა და რეაბილიტაციის შესახებ.
“ჩემი მუშაობის პერიოდში დაიგო 117 კმ საგზაო ინფრასტრუქტურა, დარჩენილია 9 სოფლის გზების აღდგენითი სამუშაოები. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ამასაც დავასრულებთ და საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად იქნება დასრულებული მუნიციპალიტეტში. 2014 წლამდე, ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა ქალაქ ში 25 ბავშვის ოდენობით, ამჟამად მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 9 საბავშვო ბაღი 365 აღსაზრდელით, სექტემბრის თვეში კი იგეგმება ორი საბავშვო ბაღის გახსნა დაბა თრიალეთში და სოფელ კაბურში. 2023 წელს მუნიციპალიტეტში აშენდა ორი ახალი სკოლა და 16 საჯარო სკოლას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, ამჟამად მიმდინარეობს ორი საჯარო სკოლის მშენებლობა სოფელ აიაზმაში და სოფელ საბეჭისში.” – განაცხადა ილია საბაძემ.
Next: მეამაყება, რომ ჩემს დმანისელებს უკვე შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ყველა თემიდან და სოფლების 90 პროცენტიდან უფასოდ ჩამოვიდნენ მიკროავტობუსებით ქალაქის ცენტრში, მიიღონ სხვადასხვა სახის სერვისები – განვახორციელეთ უამრავი პროექტი როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური მიმართულებით

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ჩავატარეთ თვითმმართველობის არჩევნები, რასაც ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა პოლიტიკური ცხოვრების სტაბილური ფორმით გაგრძელებისთვის

მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო მართვის სისტემის გაუმჯობესება, გუნდში გვყავს 7 ახალი მინისტრი, არაერთი ცვლილება განვახორციელეთ, რომ მთავრობა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი