ილია მეორე – სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს – დამოუკიდებლობა უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია და მას დაცვა და გაფრთხილება სჭირდება

კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-ს მიტროპოლიტი სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც ილია II აცხადებს, „დამოუკიდებლობა უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ჩვენი ერისა და მას დაცვა და გაფრთხილება სჭირდება“.
„სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს.
დამოუკიდებლობა უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ჩვენი ერისა და მას დაცვა და გაფრთხილება სჭირდება.
ღმერთმა ინებოს ჩვენი ქვეყნის მშვიდობა, ძლიერება და კეთილდღეობა.
ღმერთმა დალოცოს, აკურთხოს და წყალობა თვისი არ მოაკლოს ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს, ამინ!“,- აცხადებს ილია II.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს