ილია მეორე და მღვდელმთავრები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდნენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და მღვდელმთავრები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდნენ.
“დიპლომატებმა საქართველოს მიულოცეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციის მიღება და დაადასტურეს მხარდაჭერა ქვეყნისა და ხალხისადმი. აღნიშნეს ისიც, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და ეს დაახლოება ბუნებრივი, რეალური და შემდგომი პერსპექტივის მქონე პროცესია”, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა და მღვდელმთავრებმა საქართველოს ეკლესიის წარსულსა და არსებულ ვითარებაზე, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სოსიაშვილი: დიდი ხანია, ლიბერალი ფაშისტების სამიზნეა ჩვენი ეკლესია, მათ სურვილი ჰქონდათ, ქართველი ხალხისთვის ზნეობრივი, სულიერი ორიენტირი მოეშალათ და არაერთხელ მიიტანეს იერიში პატრიარქზე

ლაშა ტალახაძე: მიხარია, რომ აჭარაში ჩვენი გუნდის ჩასვლამ ასეთი ინტერესი გამოიწვია, ახალგაზრდებთან დისკუსია საუკეთესო გზაა, მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან – ვაპირებ ყველა კონფერენციას დავესწრო