ილია მეორეს 22 მარტს, სიონში დაკრძალავენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს კვირას, 22 მარტს, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (სიონის) საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.ამის შესახებ ჟურნალისტებს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა განუცხადა.სასულიერო პირების ინფორმაციით, ასეთი იყო ილია მეორეს სურვილი.„მე ვიცი, რომ მას უყვარდა სიონი. მე ვიცი, რომ თავიდანვე, 1978 წლიდან ჰქონდა გადაწყვეტილი, სიონის სიახლოვეს ყოფილიყო მარადჟამს“, — განაცხადა ქაშვეთის ეკლესიის მღვდელმსახურმა ელიზბარ ოდიშვილმა.საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ეს ცნობა დაადასტურა, თუმცა ამბობს, რომ სინოდი გადაწყვეტდა, სად დაიკრძალება პატრიარქი.სიონში დაკრძალული არიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები: კირიონ მეორე, ლეონიდე, ამბროსი ხელაია, ქრისტეფორე, კალისტრატე, მელქისედეკ III, ეფრემ II, დავით V.