ილია თოფურია: საქართველოს ნაკრებით ვამაყობ – ესპანეთი მაგიაა

UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა ესპანეთის ნაკრებების მერვედფინალურ მატჩს თავის “ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა:
“გუშინდელ თამაშზე. ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების წარმოუდგენელი გამოსვლით ძალიან ვამაყობ. ისინი ისტორიაში შევიდნენ.
ესპანეთის შეჩერება შეუძლებელია: იმას, რასაც მოედანზე აკეთებენ – ეს უბრალოდ ფეხბურთი კი არა, არამედ ნამდვილი მაგიაა”.