ილია დარჩიაშვილმა პოლონელ კოლეგასთან, რადოსლავ შიკორსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა პოლონელ კოლეგასთან, რადოსლავ შიკორსკისთან. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგას აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს მჭიდრო თანამშრომლობისთვის ორი ქვეყნის კავშირების შემდგომი გაღრმავების მიზნით. პოლონეთის პირველმა დიპლომატმა ქართველ კოლეგას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა. აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მისწრაფებების, ძალისხმევისა და მიღწეული პროგრესის აღიარებაა. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას პოლონეთის მხრიდან საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ასევე ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის მნიშვნელობას, რომელსაც საქართველო წარმატებით იყენებს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე და განიხილეს საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?