ილია დარჩიაშვილი ხავიერ კოლომინას შეხვდა

ილია დარჩიაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა. უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა და ხავიერ კოლომინამ განიხილეს ნატო-საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხები. დადებითად შეაფასეს მიმდინარე წლის დღის წესრიგი.
ხაზი გაესვა ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელიც, ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესს. განიხილეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო. ხავიერ კოლომინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ალიანსის ურყევი მხარდაჭერა. საუბარი შეეხო ასევე 2024 წელს ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში