ილია დარჩიაშვილი – საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ ევროპული ინტეგრაცია იყოს შეუქცევადი პროცესი – ელჩებისგან მივიღეთ კონკრეტული მხარდამჭერი გზავნილები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი სა და ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) დელეგაციის წევრებს შორის მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა.
როგორც მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ელჩები დეტალურად იყვნენ ინფორმირებულები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად ახორციელებს რეფორმებს.
დარჩიაშვილის თქმით, მთავრობამ ელჩებისგან მხარდამჭერი გზავნილები მიიღო.
„უმნიშვნელოვანესი საუბარი შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, სთან, რომელსაც შესაძლებლობა ჰქონდა ელჩებისთვის გაეზიარებინა საქართველოს მთავრობის ხედვა, ის ვალდებულებები და განსახორციელებელი რეფორმები, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს.
ელჩები დეტალურად იყვნენ ინფორმირებულები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად ახორციელებს ამ რეფორმებს. რეფორმების დღის წესრიგი ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ევროპული ინტეგრაცია იყოს შეუქცევადი პროცესი და ჩვენ მივიღოთ კიდევ უფრო მეტი ხელშესახები შედეგები.
ელჩებისგან მივიღეთ კონკრეტული მხარდამჭერი გზავნილები, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ