ილია დარჩიაშვილი მიუნხენის კონფერენციის ხელმძღვანელობას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი მიუნხენის კონფერენციის ხელმძღვანელობას – კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს ბენედიქტ ფრანკეს შეხვდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მინისტრმა კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტს ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა მიუნხენის კონფერენციისა და საქართველოს მთავრობის წარმატებულ თანამშრომლობას, რომელიც მრავალი წელია გრძელდება და განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
„მინისტრმა ხაზი გაუსვა, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს გლობალურ პოლიტიკურ დღის წესრიგში არსებული გამოწვევებზე მსჯელობის ეფექტიან საერთაშორისო ფორუმს, საქართველოს სათანადოდ წარმოჩენის მნიშვნელობას, რასაც კონფერენცია ყოველთვის უწყობდა ხელს.
ამ კონტექსტში საუბარი შეეხო კონფერენციის 2024 წლის ანგარიშს.
ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ანგარიში, ეყრდნობა პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების ინფორმაციას. მხარეები შეთანხმდნენ მჭიდროდ ითანამშრომლონ მომავალში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელების კუთხით.
როგორც კონფერენციის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დაინტერესებულია საქართველოს მთავრობასთან შემდგომი თანამშრომლობით, მათ შორის ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის კუთხით, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა