ილია დარჩიაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯეიმზ ო’ბრაიანს შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ჯეიმზ ო'ბრაიანთან გამართა შეხვედრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები და მოსაზრებები გაცვალეს რეგიონალური უსაფრთხოების, საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
„ასევე ისაუბრეს კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკაზე და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების როლზე. ხაზი გაესვა აშშ-სა და საქართველოს შორის წარმატებულ სექტორულ თანამშრომლობას, მათ შორის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მხრივ და ამ კუთხით აღინიშნა ბატონი ო' ბრაიანის წარმატებული ვიზიტი გასულ წელს საქართველოში“, – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ილია დარჩიაშვილმა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება უკვე გამართა გაცნობითი სახის შეხვედრა საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, სტეფან სეჟურნესთან. კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ევროპის მოკავშირეთა უმაღლეს მთავარსარდალსა და აშშ-ს ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ ქრისტოფერ კავოლის.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 1963 წლის შემოდგომაზე დაარსდა და წელს მისი 60 წლის იუბილე აღინიშნება. მასში მსოფლიო ლიდერები ყოველწლიურად მონაწილეობენ საერთაშორისო უსაფრთხოების ყველაზე აქტუალურ საკითხებზე დისკუსიებისთვის.
2023 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში საქართველოს იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა.