ილია დარჩიაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციაზე – პრემიერს ექნება გამოსვლა, მთავარი აქცენტები კლიმატთან დაკავშირებულ პრობლემებს შეეხება და ველოდებით, რომ ძალიან საინტერესო იქნება

კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები, ჩვენი ქვეყნის პერსპექტივიდან დანახული, ნამდვილად არის მაღალი მნიშვნელობის მატარებელი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება გამოსვლა, მთავარი აქცენტებიც შესაბამისი იქნება და შეეხება კლიმატთან დაკავშირებულ პრობლემებს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, იმყოფება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში და ესწრება გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციას. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყოველწლიურად იღებს ამ კონფერენციებში მონაწილეობას, რადგან კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები, ჩვენი ქვეყნის პერსპექტივიდან დანახული, ნამდვილად არის მაღალი მნიშვნელობის მატარებელი. შესაბამისად, საქართველო თანმიმდევრულად, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს იმ აღებული ვალდებულებების ფარგლებში კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ხელს უწყობს ამ საკითხების მოგვარებას მსოფლიო მასშტაბით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება გამოსვლა, მთავარი აქცენტებიც შესაბამისი იქნება, რომლებიც ეხება კლიმატთან დაკავშირებულ პრობლემებს და ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ძალიან საინტერესო იქნება“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე პოლიციელს – ვითომ ტერორისტები დაიჭირეთ აქ – როცა მცემეს, რუსთაველის მეტრომდე ვირბინე, პატრულის თანამშრომლები ჯიბეებში ხელჩაწყობილი უყურებდნენ, გქონდათ თუ არა დავალება, მსგავს სიტუაციაში არაფერი მოგემოქმედათ?

მამუკა ხაზარაძე – რატომ არ იბარებენ იმ ხალხს სასამართლო დარბაზში, ვისაც აქვს პრეტენზია ჩემსა და ბადრის მიმართ, რადგან ეს არის ერთი „კლანი“ – რით ჯობია წულუკიანი ნებისმიერს, რომელიც სასამართლოზე დადის?