ილიაუნიში პანელური დისკუსია „საქართველოს ევროპული გზა: მედეგობა ევროკავშირთან ინტეგრაციის კონტექსტში“ გაიმართა

8 თებერვალს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პანელური დისკუსია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და მკვლევრებთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისოდ აღიარებულმა პოლიტიკის მეცნიერებმა, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორებმა, ტანია ბიორცელიმ და თომას რისემ.
„პანელის მონაწილეებმა აკადემიურ ჭრილში მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტები, მათ შორის: ევროკავშირთან დაახლოების გავლენა საქართველოში რეფორმების დინამიკაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გეოპოლიტიკური ასპექტები, პროდასავლური და ანტიდასავლური აქტორები საქართველოში, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობა და გამოწვევები ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების/ინტეგრაციის გზაზე.
ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის პროექტის ჟან მონეს კათედრა ილიაუნიში ფარგლებში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს