ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა: ორშაბათს ვიფიცებით, მოვუწოდებთ სხვებსაც, შემოგვიერთდნენ

ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ორშაბათს, 2 ივნისს, მთელი დღის განმავლობაში გაფიცულები იქნებიან. ისინი ლექტორ-მასწავლებლებსა და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ.
“ორშაბათს მთელი დღის განმავლობაში ვიფიცებით ილიაუნის სტუდენტები! მოვუწოდებთ ჩვენს ლექტორ-მასწავლებლებსა და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, შემოგვიერთდნენ!
დღის თორმეტი საათიდან ჩვენ ვიქნებით ილიაუნის ა კორპუსის წინ და ველოდებით ყველას, ვისაც დაკავებული სტუდენტებისთვის სოლიდარობის გამოცხადებისა და გამხნევების სურვილი გაქვთ!
ძირს ს დამპალი იმპერია!”, – ვკითხულობთ განცხადებაში.