ილიაუნის სტუდენტების ნაწილი 2 ივნისს გაიფიცება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი 2 ივნისის 12:00 საათიდან გაიფიცებიან – სტუდენტები ლექტორებსსა და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს მოუწოდებენ, მათ პროტესტს შეუერთდნენ.
ცნობისთვის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ახალი საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, ილიაუნელებს – ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ.
შეგახსენებთ, საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ და ივანიშვილის პარტიის პრორუსული პოლიტიკა შეძახილებით გააპროტესტეს.
“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, “ძირს რუსული რეჟიმი” – სკანდირებდნენ აქტივისტები.