ფეხბურთელ მაურო იკარდისა და მის ყოფილ მეუღლე ვანდა ნარას გარშემო სკანდალები არ წყდება. მოგეხსენებათ, წყვილს შორის ახლა განქორწინების პროცესი მიმდინარეობს და “გალათასარაის” ფორვარდმა განქორწინების საჩივარში, ყველა ის მამაკაცი ჩამოთვალა, ვისთანაც ყოფილ მეუღლეს ჰქონდა რომანი.
მაუროს ნაწერიდან ირკვევა, რომ ვანდა ყოფილ ქმარს რეპერ L-Gante-სთან, ასევე ფეხბურთელებთან კეიტა ბალდესთან და ფედერიკო ფაზიოსთან ღალატობდა.
მედიაში იწერება იმის შესახებაც, რომ 2018 წელს იკარდი მუნდიალზე სწორედ ცოლის ღალატის გამო ვერ წავიდა. ფაზიოს ცოლმა მაუროს უთხრა, რომ მის მეუღლესა და ვანდა ნარას ურთიერთობა ჰქონდათ, რამაც ფაზიოსთან
იკარდის კონფლიქტი გამოიწვია და ამის მერე ის მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა.
თავად ნარა ფაზიოსთან ურთიერთობას უარყოფს და ამბობს, რომ ამ ადამიანის სახე პირველად დაინახა და ამ საქმეს მისი ადვოკატები მიხედავენ.
