ივნისში ფულადი გზავნილები 21%-ით, $281 მილიონამდე შემცირდა – საიდან გადმოირიცხა ყველაზე მეტი თანხა?

2024 წლის ივნისში საქართველოში უცხოეთიდან 281 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 21%-ით, ანუ 59 მილიონი დოლარით ნაკლებია 2023 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, კლება დაკავშირებულია ს ფედერაციიდან გზავნილების შემცირებასთან. 2024 წლის ივნისში რუსეთიდან საქართველოში 49 მილიონი დოლარის გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 62%-ით, ანუ 80 მილიონი დოლარით ნაკლებია. სანაცვლოდ კი გაზრდილია გზავნილები იმ ქვეყნებიდან, სადაც საქართველოს მოქალაქეთა მიგრაცია მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს. შედეგად გზავნილების სტატისტიკაში იტალიამ მეორე პოზიცია დაკარგა და ის -მა ჩაანაცვლა, საიდანაც ივნისში 48 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც წინა წელთან შედარებით 22%-ით მეტია. მესამე პოზიცია დაიკავა იტალიამ 46 მილიონის გზავნილებით (მატება 6%), ხოლო გერმანიიდან ფულადი გზავნილები 9%-ით, 22 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ფულადი გზავნილების სტატისტიკა 2024 წლის ივნისში – ტოპ 20 ქვეყანა
2024 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.2 მლნ აშშ დოლარი (79.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ივნისის (29.0 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.0%-ით ნაკლებია.