ივა ჭყონია – ახლა არ არის პოლიტიკური კეკლუცობის დრო: „აი, ვინ უფრო მაგარი ბიჭია“ – ერთობა მნიშვნელოვანია

ჩვენი კოალიციაც და სხვებიც საუბრობენ, რომ რაღაც თამაშს თამაშობს გახარიას პარტია. გაურკვეველია, რა როლი უნდა, რომ გამოკვეთოს. რაც შეეხება მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს, თითქოს საზოგადოებაში არ ჩანს, თუ რას აკეთებს პოლიტიკური სპექტრი. პოლიტიკური სპექტრი ძალიან ბევრს აკეთებს, დღის შუქზე ასე ნათლად რომ არ გამოაქვთ სამომავლო გეგმები, ეს არ ნიშნავს, რომ არ მუშაობენ,- ასე შეაფასა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა ივა ჭყონიამ ოპოზიციური სპექტრის მისამართით განცხადებები, რომ „სიმბოლური ერთიანობა არ მუშაობს და გამოსავალი მხოლოდ ერთიანობაშია“.
როგორც ივა ჭყონიამ აღნიშნა, ოპოზიციის ერთობას მოწოდებები არ სჭირდება, ასევე არ არის პოლიტიკური კეკლუცობის დრო: „აი, ვინ უფრო მაგარი ბიჭია“.
„ვფიქრობ, მოწოდებაც არ სჭირდება. ერთობა რომ მნიშვნელოვანია, არაერთხელ გვისაუბრია. არაერთ საკითხზე გამოსულა ჩვენი კოალიცია ინიციატივით და ერთობლივი შეხვედრა გვქონია. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვექნება. დღეს ჩანიშნულია პოლიტსაბჭო კოალიციაში, არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ვიმსჯელებთ.
ძირითადად, ჩვენი კოალიციაც და სხვა პარტიები საუბრობენ, რომ აქ რაღაც თავის თამაშს თამაშობს გახარიას პარტია, ეს მხოლოდ ნეგატიურად აისახება. რა როლი უნდა რომ გამოკვეთოს, გაურკვეველია. ჩვენ კოალიციას არცერთ ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობის პრობლემა არ აქვს. რაღაც საკითხებია, რაც შესაძლოა ყოველდღიურ რეჟიმში არ ჩანს, თუ რას ვაკეთებთ. ხშირად თითქოს საზოგადოებაში არ ჩანს, თუ რას აკეთებს პოლიტიკური სპექტრი. პოლიტიკური სპექტრი ძალიან ბევრს აკეთებს, დღის შუქზე ასე ნათლად რომ არ გამოაქვთ და სამომავლო გეგმებზე არ საუბრობენ, ეს არ ნიშნავს, რომ არ ვმუშაობთ. რაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ, ოთხმა პარტიამ გავაკეთეთ, განსაკუთრებით ჩვენ სამმა პარტიამ, ეს არის ის, რომ ლეგიტიმაცია არ მივეცით პარლამენტს. პარლამენტში არშესვლა ძალიან ბევრ რაიმეს ნიშნავდა, სამწუხაროა, რომ კითხვის ნიშნები რჩება გახარიას პარტიასთან დაკავშირებით, ყველა უყურებს რა მოხდება, რამდენად გადადგამენ იმ ნაბიჯს მაისამდე, შევლენ თუ არა. პარტიისთვის 90%-ით გაბანკროტება იქნება, თუ ეს ნაბიჯი გადადგეს [პარლამენტში შევიდნენ]. მაინც ვფიქრობ, რომ ეს ის დრო არ არის, როდესაც პოლიტიკურ კეკლუცობაში გადავიტანოთ, „აი, ვინ უფრო მაგარი ბიჭია“, მე ეს ამიტომ არ გავაკეთე“, „ეს გავაკეთე“….ფაქტია, თუ კონსოლიდირება გვინდა, ძალიან კარგი იქნება მოსულიყო, თუმცა სამივე პოლიტიკური გაერთიანება საკმაოდ ძლიერები ვართ, საკმაოდ მყარად ვდგავართ ერთმანეთთან, მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ“, – აღნიშნა ივა ჭყოიძემ.
გარდა ამისა, მან „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ თუკი პოლიტიკური პარტია დღევანდელ პარლამენტში რჩება, ეს ნიშნავს, რომ ს „რუსული პროექტია“.
როგორც ივა ჭყონიამ აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების მხრიდან რადიკალური განცხადებების გაკეთების დრო არ არის და გაუჭირდება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ რუსული პროექტი უწოდოს.
„გამიჭირდება რომ მათ რუსული პროექტი ვუწოდო. დარწმუნებული ვარ, მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ლეგიტიმაცია არ მისცენ ამ პარლამენტს. კიდევ იმედს ვიტოვებ, რომ ოპოზიციური პარტიებიდან რაღაც ასეთი რადიკალური განცხადებების გაკეთების დრო არ არის. ხიდები არ უნდა დავწვათ. რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა გავაგრძელოთ საუბარი. ქვეყნის ბედი წყდება, რა თქმა უნდა, თუ ამას რომელიმე ხელს შეუშლის, ეს მისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი „შავი ლაქა“ იქნება, გაცილებთ მეტი იქნება, ვიდრე დღეს არის არალეგიტიმური „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში. როდესაც საუბარია „პარტიები არაფერს აკეთებენ“, ძალიან ბევრს ვაკეთებთ საერთაშორისო ასპარეზზე. რაც შეეხება აქციებს, არცერთი არ ყოფილა ჩვენ მიერ ინიცირებული, თუმცა არაერთ აქციაზე ვყოფილვართ. გადახედეთ პოლიტპატიმრების და დაჯარიმებულების სიას, ჩვენი კოალიციის წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები მრავლად არიან. ჩვენ რომ დღის შუქზე გამოვიტანოთ ხვალ ამას ვაკეთებ და ან ეს გეგმები გვაქვს, გაცილებით გაართულებს ამ ბანდიტურ დაჯგუფებასთან ურთიერთობას. ეს ხომ არ არის ლეგიტიმური, ბანდიტები არიან. რამდენიმე ადამიანი ერთმანეთშიც ვერ თანხმდება: „მოდელებს“, „თოჯინებს“ ეძახიან. ეს ხომ მათთვის სამარცხვინოა. ადამიანი არის სახორცე მასალა, არ აქვს მნიშვნელობა ქალია კაცია, წარმოუდგენელია“,- აღნიშნა ჭყონიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანზორ კვარაცხელიას მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ წვავს ის საკუთარ მაისურს, რომელიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის დროს ეცვა

ლევან მახაშვილი – უკრაინაში ომის დასასრული, არის იმის გამეორება, რაც 2008 წელს ვნახეთ, როცა ომიდან რვა თვის თავზე, ამერიკამ და რუსეთმა თავიანთი ურთიერთობები ისე გადატვირთეს, თითქოს, დედამიწაზე არაფერი მომხდარა