ივა ფეზუაშვილი: სერვისის გარდა უკვე აღარაფერს ვაწარმოებთ, ქვეყანა აქციეს იაფფასიან სასტუმროდ, რომელშიც რუსი ტურისტების გარდა მალე აღარავინ ივლის

“ახალგაზრდა, მშრომელი კაცი ერთი ბოთლი ლუდის გამო სასიკვდილოდ გაიმეტეს. სახელმწიფო რომელიც, მისი ოპონენტების ყველა ნაბიჯს აკონტროლებს, აღრიცხავს და ტომებად კრავს, ვერ ან არ პოულობს დამნაშავეს.
ბათუმში მშენებლობაზე, არასრულწლოვანი ბიჭი დაიღუპა.
“ევოლუშენ ჯორჯიას” 5000 მდე თანამშრომელია გაფიცული, ამ მასშტაბის სოლიდარობის პრეცედენტი, ძალიან ბევრ იმედს იძლევა.
მაგრამ ამ წამს, გვაქვს მოცემულობა სადაც ქვეყანას ყაჩაღები მართავენ და გარეწრები ფლობენ.
მართავენ ოფშორებით, ფარმა მაფიით, უმაღლესი პროცენტებით, გაძვირებული ფასებით პროდუქტებზე , პროპაგანდით და ტერორით.
ფლობენ რადგან სერვისის გარდა უკვე აღარაფერს ვაწარმოებთ, ქვეყანა აქციეს იაფფასიან სასტუმროდ, რომელშიც რუსი ტურისტების გარდა მალე აღარავინ ივლის.
გვაქციეს შავი ფულის გასათეთრებელ სამოთხედ, ს ბოსტნად და ჩინეთის წუმპედ.
ეს ქვეყანა არ არის მათი, ეს ქვეყანა არის ჩვენი.
ან ქვეყანას დავიბრუნებთ ან სულ ნაწილ-ნაწილ, ტყე-ტყე და მთა-მთა გაგვიყიდიან.
სოლიდარობა მშრომელ ხალხს!
საქართველოს ვქმნით ჩვენ!”, –  წერს სოციალურ ქსელში მწერალი ივა ფეზუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა – ვინაიდან განცხადება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოძიება არ დაწყებულა

შალვა პაპუაშვილი – „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, გავანახევრეთ უმუშევრობა და სამჯერ შევამცირეთ სიღარიბე – ეკონომიკური ზრდის ტემპით ვართ ლიდერები არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით