ივა ფეზუაშვილი: საპატრიარქო ტყუილშია გამოჭერილი, ინსტიტუციის შიგნით “ვიღაც” ბოროტად სარგებლობს პატრიარქის სახელით და რეპუტაციით

“საპატრიარქო ტყუილშია გამოჭერილი, ინსტიტუციის შიგნით “ვიღაც” ბოროტად სარგებლობს პატრიარქის სახელით და რეპუტაციით.
შესაბამისად პატრიარქის ნებისმიერი მილოცვა ქართული ოცნების მიმართ არის ისევ იმ “ვიღაცის” ნამოქმედარი და არავითარი კავშირი არ აქვს პატრიარქთან, არ ვამბობ რომ პატრიარქს რომ შესძლებოდა ქართულ ოცნებას არ მიულოცავდა, ვამბობ რომ მას ეს ამ წამს, ფიზიკურად არ შეეძლო!
მამა შალვა მრავალგზისაა ტყუილში გამოჭერილი. ეკლესიაში რომ არავინ მივარდნია ეს თავად აღიარა, ახლა ბოდიში უნდა მოიხადოს რომ ქართული ოცნების სასარგებლოდ გარდაცვლილი ადამიანის სახელით და მისი ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებდა.
ქართული ოცნება რასაც ეხება ყველაფერს სვრის, აფუჭებს და ანადგურებს. ვისაც საღი გონება შეგრჩენიათ, ნუ გადაყვებით ამ უღირსების ბრბოს!” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი ივა ფეზუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია