ივა ფეზუაშვილი: “იმედში” მომუშავე პატიოსანი ხალხის დაცვას რომ დაიწყებთ, დღევანდელი განაჩენი გაიხსენეთ. პროკურატურამ საქმეში “იმედის” დამონტაჟებული ვიდეო ჩადო

მწერალი ივა ფეზუაშვილი:
“იმედში” მომუშავე პატიოსანი ხალხის დაცვას რომ დაიწყებთ, დღევანდელი განაჩენი გაიხსენეთ.
პროკურატურამ საქმეში “იმედის” დამონტაჟებული ვიდეო ჩადო, სადაც მხოლოს გიგაურის მოქნეული ხელი ჩანდა და პოლიციელების ძალადობა ამოჭრილი იყო. დაცვის მხარემ “იმედისგან” სრული ვიდეო გამოითხოვა რაზეც უარი მიიღო.
ანუ, “იმედის” პატიოსანმა თანამშრომლებმა, სხვა ყველა ბოროტებას რომ თავი დავანებოთ რასაც მათი ტელევიზია აკეთებს, ის ხომ მაინც იცოდნენ რომ ერთი ადამიანის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება შეეძლოთ?
იცოდნენ! მაგრამ, ხმას მაინც არ იღებდნენ!
რანაირი პატიოსნებაა ეგ?
რანაირი ქართველობაა ეგ?
რანაირი ქრისტიანობაა ეგ?
ესე ყველამ ქალი პანტერას და თუთიყუშის კოსტიუმი როგორ მოირგეთ?
მაგ ნიღბებს მიღმაც გცნობთ, მაგ ნიღბებს მიღმაც ვიცით, ვინ ვინ არის!