ივანიშვილს რუსული ქონებიდან შემოსავლები სანქცირებულ ბანკებში ერიცხება – OCCRP

ივანიშვილს რუსული ქონებიდან შემოსავლები სანქცირებულ ბანკებში ერიცხება. ამის შესახებ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის გამოძიებაშია ნათქვამი.
რუსეთში OCCRP-მ და TI GEORGIA-მ ბიძინა ივანიშვილის უძრავი ქონება აღმოაჩინეს. ქონების სავარაუდო საბაზრო ღირებულება, მინიმუმ, 14.7 მლნ დოლარია, დიდი ალბათობით კი, გაცილებით მეტი. ამასთან, ივანიშვილების ოჯახი ერთ-ერთ რეზიდენციას თვეში დაახლოებით 9,000 დოლარად (დაახლოებით 800,000 რუბლი) აქირავებს და ამ გზით შემოსავალს იღებს; ხოლო თანხების განკარგვისთვის გამოყენებულია აშშ-ის მიერ სანქცირებული 2 რუსული ბანკი, ვითიბი ბანკი და სბერბანკი.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება