,,ივანიშვილს, თუ ბევრს იხტუნავებს, დაიჭერს უცხოეთის სპეცრაზმი და ჩაიყვანს ჰააგაში ტრიბუნალზე გასასამართლებლად“ -შალვა ნათელაშვილი

ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი.
–ბატონო შალვა, ბოლოს და ბოლოს, საითკენ მიდის საქმე, ასანქცირებენ ბიძინა ივანიშვილს თუ თავისას გაიტანს, მიიღებს „აგენტების კანონს“ და პატარა რუსეთს მოაწყობს საქართველოში? აქვე გავიხსენოთ „აგენტების კანონის“ გამო ევროპარლამენტის მწვავე რეზოლუცია, ამერიკის სახდეპარტამენტის განცხადება და 14 ამერიკელი სენატორის, ფაქტიურად, მუქარა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ.
–„ლეიბორისტული პარტიის“ 12 წლიანი ბრძოლის შედეგად, როგორც გპირდებოდით, უკვე 2 წელია შეყვანილია ფაქტობრივი სანქცირების რეჟიმში. ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც დგამს იმ მიმართულებით, რის შედეგადაც მთელი მსოფლიოა აღშფოთებული, სწორედ ამით არის გამოწვეული. ის ევაჭრება დასავლეთს, რომ მომიხსენით შეზღუდვები, მომეცით საშუალება თანხები გადავრიცხო–გადმოვრიცხო, დან წამოსულ ფულს მე მივხედავ, როგორც ადრე ვაკეთებდი და ამ გზით ვშოულობდი მილიარდებს, ასევე, ბიტკოინების, იარაღის კონტრაბანდით ნაშოვნი ფულით, დიდ მოგებას ვნახულობდი. იცის ივანიშვილმა, ახლა ამას აღარავინ გააკეთებს, არ დაუთმობენ არაფერს, ში ატეხილმა ომმა დაამთავრა მისი ლობის ეფექტურობა დასავლეთში, არადა, მანამდე ჰყავდა დასავლეთში სერიოზული ლობი. ივანიშვილი მოქმედებები, ეს არის უკვე განწირული კაცის ნაბიჯები. მისი მიზანია, საქართველო აიფაროს მძევლად, საქართველოთი ივაჭროს, ქვეყანა დააზარალოს. მე თუ ვიხრჩობი, თქვენც უნდა ჩამომყვეთო, ამას ეუბნება ხალხს. არ გაუვა ეს მაქინაციები, დაასანქცირებენ და ბოლოს იძულებული გახდება, ქვეყანა დატოვოს. რუსეთის გარდა, აქედან გაქცეულ ივანიშვილს მიიღებენ მხოლოდ სირია, ნიკარაგუა და ვენესუელა. ესენი არიან სახელმწიფოები, რომელთაც სა და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიარეს. საქართველოს ამ დაუძინებელი მტრების მეგობარია ივანიშვილი და სხვა ნებისმიერ ქვეყანაში მას ჩასვლისთანავე დააკავებენ ან ქვეყანაში არ შეუშვებენ. აი, ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლის შედეგი. არადა, საქმე გვქვს მეტად სერიოზულ მტერთან, რადგან მის ზურგსუკან დგას ყველაზე აგრესიული მსოფლიო ბლოკი და ვინც არიან, ვიცით შესანიშნავად.
–დარჩა ბიძინა ივანიშვილს რაიმე ბერკეტი, რომ თავი აარიდოს სანქციებს? აქვს რაიმე ისეთი, რითიც დასავლეთთან ივაჭრებს?
–ამ კანონების მიღებით, „ოფშორების კანონით“ და არასამთავრობოების კანონით, ცდილობს, მასთან ვაჭრობაში შევიდნენ დასავლეთის ქვეყნები. ადრე ამას ახერხებდა, უკრაინის ომამდე. შედიოდნენ უცხოელი პოლიტიკოსები მასთან ვაჭრობაში, გაყალბებული არჩევნების შედეგებს „უპრავებდნენ“. უკრაინის ომმა ეს შანსი ააფეთქა, მაგრამ მას მაინც ჰგონია, რომ ისევ ძველი მსოფლიოა, ძველი ლობისტების დრო. ჩაჰქონდათ ფული ჩემოდნებით, თედო ჯაფარიძის ხელით, სხვათაშორის. თედო ჯაფარიძის ხელიდან რომ ყიდულობდნენ სულგაყიდულ ლობისტებს და გარკვეულ პოლიტიკოსებს დასავლეთში, ისევ ის დრო ჰგონია, მაგრამ ის დრო წავიდა უკან დაუბრუნებლად. მსოფლიო დღეს სხვაა.
– „აგენტების კანონი“ რომ მიიღოს ივანიშვილმა, დაასანქცირონ და დარჩეს ხელისუფლებაში? ვერ იცხოვრებს ასე საქართველოში? თუ ამას ხალხი ვერ იგუებს და აიძულებს, დატოვოს არაფორმალური ხელისუფლება და გაუშვებს ქვეყნიდან?
–ეგ, ფაქტიურად, უკვე წასულია. ეყრდნობა ბანდას, შეიარაღებულ ბანდას და იმ ბანდსაც მალე მიადგება სანქციები.. მაგ ბანდის წევრებსაც, ყველას ჩამოართმევენ კანარის კუნძულებზე ნაყიდ სახლებს, წაართმევენ უცხოეთის ბანკებში შეტანილ, ჩვენგან მოპარულ მილიონებს და მერე გუნდი გაექცევა მას, არავინ ჩაჰყვება საფლავში.
–კი, ბატონო, თუ ვერ უპატრობენს გუნდს, დაეშლება.
–აბა, რატომ არის ის გუნდი მაგასთაან, ფული იშოვნონ და ნაშოვნი შეინარჩუნონ, ეგ უნდათ, სხვა არაფერი. თუ ამ ფუნქციას ვერ შეასრულებს ივანიშვილი, მაშინ რაღა უნდათ მასთან? ფულს ვერ მისცემს და სულიერად ვერ ასულდგმულებს, სხვა მოთხოვნები კი მაგათ არ გააჩნიათ.
–ამ სანქციებს, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება ხომ არ მოჰყვება, ეროვნული ბანკისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების დასანქცირება, რომლებიც ჩვენს ეკონომიკას ჩამოშლის და მინიმუმ, მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს ხალხსა და ქვეყანას?
–„ლეიბორისტული პარტია“ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების ინიციატორი და ორგანიზატორია, ამას არავინ გვედავება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შეზღუდვები და დაბლოკვები არ გასცდეს პერსონალურ არეალს, ივანიშვილს, კალაძეს, მამაცაშვილს,„ქართული ოცნების“ საპარლამენტო ბანდას და მთავრობის წევრებს. შემიძლია გითხრათ, რომ არ მოხდება ამ სანქციების გავრცელება სახელმწიფო ინსტუტუტებზე ან ისეთ სფეროებზე, სადაც შეიძლება ერთი ადამიანი მაინც დაზარალდეს ამ პროცესის შედეგად.
– ე.ი. საკუთარ ინტერესებს ვერ გადააყოლებს ქვეყანას ივანიშვილი, რომ მოინდომოს.
– არა, გამორიცხულია. ქვეყანას ვინ გადაიყოლებინებს. საქართველო ევრაზიის გასაღებია, მთელი დასავლეთი საქართველოს იმედზეა, მაშ შორის, რუსეთიც კი საქართველოს იმედზეა, რადგან აქ უნდა გაიაროს ყველაფერმა, რაც რუსეთში შედის, სხვა სასუნთქი არხი რუსეთს აღარ დარჩა. თურქეთი საქართველოს იმედზეა, რადგან პანთურქულ სამყაროს საქართველოს გარეშე ვერ დაუკავშირდება. აზერბაიჯანი საქართველოს გარეშე ვერ გაიტანს ნათობსა და გაზს მსოფლიო ბაზარზე. სომხეთი საქართველოს იმედზეა, რადგან ჩვენს გარეშე გეოპოლიტიკურ ხრელშია ჩაკეტილი. ირანი საქართველოს იმედზეა, რადგან ვერ დაუკავშირდება შავ ზღვას, ევროპას და რუსეთს ჩვენს გარეშე. აქვე იკვეთება ჩინეთისა და ინდოეთის სავაჭრო და ლოჯისტიკური ინტერესები. ნახეთ, რამდენი და რამხელა ქვეყნების სასიცოცხლო ინტერესია თავმოყრილი საქართველოში. ჩვენ ახლა გვაქვს იდეალური მდგომარეობა ფეხზე წამოვდგეთ, უზარმაზარი კაპიტალი დავაბანდოთ მომავლისათვის და რაც მთავარია, ეს ბანდა მოვიცილოთ საერთოდ.
– აქედან გამომდინარე, ქვეყანაში სერიოზული დესტაბილიზაციისა და არეულობის საფრთხეც უნდა გამოვრიცხოთ?
–არა, აქ არეულობა არავის არ აწყობს, ვინ დაუშვებს არეულობას? არავინ! ვიმეორებ, მთელი მსოფლიო ერთმანეთს უკავშირდება საქართველოს გავლით. შვეიცარია ორ მსოფლიო ომს გადაურჩა, ერთი შურდული არ გასროლილა მათ ტერიტორიაზე. ყველას აწყობდა შვეიცარიაში მშვიდობა, მისი ნეიტრალური, ხელშუუხებელი ქვეყნის სტატუსი, რადგან მის გარეშე ერთმანეთან საკონტაქტი არხები იკარგებოდა. დაახლოებით არა, ზუსტად შვეიცარიის ფუნქცია მოგვეცა დღეს ჩვენ, გეო–პოლიტიკური, მსოფლიო მნიშვნელობის ფუნცია მოგვეცა. ბიძინა ივანიშვილს მილიარდებისა და ტრილიონების შოვნის იმედი აქვს, აქ უზარმაზარი ფული ილექება, მსოფლიო კოლაფსის გამო, აქეთ მოტრიალდა საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო ტვირთები. უდიდესი ფულის გაკეთების სურვილი აქვს ჩვენი ხალხის ხარჯზე. ამის საშუალებას აღარ მივცემთ. ეს ფული უნდა შევიდეს ბიუჯეტში და უნდა მოხმარდეს ქვეყანას. რაც მან და მისმა ბანდამ მოიპარა, იმ თანხებსაც დავაბრუნებინებთ. 2.5 მილიარდი დოლარი, რომელიც შვეიცარიის ბანკებმა დაუბლოკეს ივანიშვილს, ბოლოს ჩვენს ბიუჯეტში მოხვდება. ახალი ხელისუფლება დაასაბუთებს, რომ ეს და სხვა თანხები, რომლებიც უცხოეთში აქვს ივანიშვილს, მის ბანდას, ასევე, უზარმაზარი უძრავი ქონება, საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაა და შესაბამისად, კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება. ახალი ხელისუფლება გამოძიებას ჩაატრებს და ამას აუცილებლად დაადასტურებს.
–ბატონო შალვა, ჰიპოთეტურად დავუშვათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიაღწია თავისას, მიიღო ყველა კანონი, რომელიც ქვეყანაში დიქტატური დამყარებას სჭირდება და პატარა რუსეთი შექმნა საქართველოში. ასეთ შემთხვევაში, თვენ რას აპირებთ? დარჩებით ქვეყანაში თუ ემიგრაციაში წახვალთ იმის გათვალისწინაბითაც, რომ ივანიშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტ სააკაშვილს სთხოვდა თქვენს დაჭერას, როდესაც ხელისუფლებაში „ნაციონალები“ იყვნენ.
–კი, მაშინ გადავრჩი დაჭერას… რა თქმა უნდა ქვეყანაში დავრჩები, ვიდრე ამ ქვეყანას ვჭირდები. არანაირი საფრთხე არ არსებობს და მეათე ხარისხოვანია ყველაფერი პირადული. შემიძლია გითხრათ, რომ ივანიშვილი ამას ვერ შესძლებს. ისევე,როგორც ჰიტლერის გაცოცხლება და გერმანიაში ნაცისტური რეჟიმის დამყარებაა შეუძლებელი, გამორიცხულია აქ დიქტატურა დაამყაროს, ვერ მიიღებს „აგენტების კანონს“ და ვერც სხვას, რომელიც ერთმმართველობას გაუმყარებს. ბოლოს და ბოლოს, დაიჭერს უცხოეთის სპეცრაზმი და ჩაიყვანს ჰააგაში ტრიბუნალზე გასასამართლებლად. აი, ამას მიიღებს თუ ბევრი იხტუნავა.
– „ოფშორების კანონის“ შესახებ რას იტყვით, რომელიც, შეიძლება ითქვას ჩუმად, „აგენტების კანონის“ გამო ატეხილი ხმაურის ფონზე მიიღეს.
–აი, ეგ „ოფშორების კანონია“ მთავარი და არა ეს არასამთავრობოებისა. ეგენი რას სჭამენ, რა ფულს იღებენ და რა ღვთისპირიდან გადავარდნილები არიან, 30 წელია ვლაპარაკობ. მანდ ახალი არაფერია. ახალი ის არის, რომ ამ კანონით უნდა დასავლეთს მოგვწყვიტოს. ჩვენი არასამთავრობოები ღმერთს რომ არ უქნია, ეს ჩვენი პრობლემაა და არა დასავლეთის. აქ სამოქალაქო სექტორის ახალი ფენა უნდა წამოვიდეს, რომელიც დასვლეთიდან ნაჩუქარ ამხელა ფულს გამოყენებს ხალხისთვის, დემოკრატიისთვის, ეკონომიკისთვის და არა ივანიშვილის გაყალბებული არჩევნების დასაკანონებლად, რასაც აქამდე აკეთებდნენ. ყველა გაყალბებული არჩევნები „ქართულ ოცნებას“ დაუკანონეს ამ არასამთავრობოებმა, რომლებიც ახლა კნავიან. ეს კანონი უნდა იმისთვის, რომ დასავლეთს მოგვწყვიტოს, დასავლეთი ურთიერთობას ანხორციელებს არასამთავრობო სტრუქურების მეშვეობით და სისტემადასახვეწია, რომ ღირსეული ხალხი გახდეს დასავლეთთან ურთიერთობაში. ეს დროის ამბავია, დრო სჭირდება. ივანიშვილისთთვის მთავარია ამ ოლიგარქიული ფულის შემოტანა და პუტინის ოფიციალური მოლარეობა. მან სახელმწიფო იყიდა, ხელში ჩაიგდო, შეუძლია ნებისმიერი კანონი მიაღებინოს პარლამენტს, რაც მის ფინანსურ ინტერესებშია. კრემლიდან არ დააყოვნა, დაავალეს, ახლა აქ ჩვენს ოლიგარქებს უჭირთ, პანამაში, ვირჯინიის კუნძულებზე, ყველა ოფშორუს ზონებში რუსი ოლიგარქების ფულს ეძებენ და აყადაღებენ.რუსეთს 300 მილიარდი დოლარი საბიუჯეტო ფულიჩამოართვეს, რომელსაც უკრაინას აძლევენ. ამაზეა გაგიჟებული პუტინი. ამ კანონის მერე, რუსი ოლიგარქები საქართველოში შეინახავენ ფულს და საქართველო გახდება რუსეთის „ფინანსური გუბერნია“. „კანონიერი ქურდების“ ფულიც იქნება და ცხადია, არც ეს მოგვიტანს სიკეთეს. რეალურად რომ შევხედოთ საქმეს, რუსეთისა და ივანიშვილისთვის, ეს კანონი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს არასამთავრობოების კანონი. მეტსაც გეტყვით, არასამთავრობოთა შესახებ კანონი „ოფშორების კანონის“ გადასაფარავად არის შემოგდებული. ცხადია, სამომავლოდ და საიმისოდაც, რომ სამოქალაქო სექტორი მოსრან და მერე ხმა ვეღარავინ ამოიღოს ამ და სხვა ამგვარი კანონების შესახებ, რომელიც რუსეთის, რუსი ოლიგარქებისა და ივანიშვილის პირად ინტერესებს მოემსახურება.

ასევე დაგაინტერესებთ