ივანიშვილმა მთავრობა უნდა გ ა დ ა ა ყ ე ნ ო ს!!!
ასეთია ქიმიური იარაღის გამოყენების სკანდალის დროს, ავტოკრატიის თვითგადარჩენის საერთაშორისო პრაქტიკა და წესი, მძაფრი საერთაშორისო ინტერესის ქვეშ მოქცეულ გამოძიებას ხელი რომ არ შეეშალოს! “ოცნების” პრემიერი-კობახიძე, არ იყო ვალდებული სპეცრაზმის სპიკერის როლში ჩამდგარიყო და ყოვედღე ეკეთებინა ჟურნალისტებთან განმარტება ქიმიური იარაღის მოქალაქეთა მიმართ გამოყენების დეტალებზე… ეტყობა ივანიშვილმა დაავალა, რითაც გახვია ამ საერთაშორისო შარში და გახადა პასუხისმგებელი ამ საშინელ დანაშაულზე! კობახიძე გუშინ აღიარებდა UN3439 კოდის ქვეშ არსებული “რომელიღაც ფხვნილის” წყლის ჭავლში გარევას და მოქალაქეთა წინააღმდეგ გამოყენებას?!?! “ოღონდ ეს არ ყოფილა აკრძალული ნივთიერებაო” – ამტკიცებდა! თითქმის ყველა წინადადებაში დაუშვა შეცდომა კობახიძემ: “არ ჩატარებულა შემოწმება რა ნივთიერება იყოო?!” თუ არ იცის რა ნივთიერება იყო, ის საიდან იცის აკრძალული იყო, თუ არა???? მთავარი შეცდომა იყო— “ათეულობით ნივთიერება არის UN3439 კოდის ქვეშ და მათ შორის ისეთი რომელიც არ არის აკრძალულიო”?!?! საზოგადოება ადვილად რომ გაერკვეს: UN3439 ნიშანი არის გაეროს მინიჭებული ტოქსიკური ნივთიერების ტრანსპორტირების კოდი, რომლის ქვეშ არის, არა “ა თ ე უ ლ ო ბ ი თ”, არამედ, ე.წ. ”ნიტრილები”: ერთმანეთის მონათესავე ოთხი სახეობის ც ი ა ნ ი დ ი (!!!) : — ბრომობენზილ ციანიდი (camite); — ც ი ა ნ ო აცეტამიდი; — 4 – ქლორობენზილ ციანიდი; — 4 – ბრომოფენილ აცეტონიტრილი! ოთხივე არის საშინელი შხამი – ც ი ა ნ ი დ ი!!! შესაბამისად—ო თ ხ ი ვ ე არის აკრძალული კონვენციით!!! “კამიტე” არის ერთ-ერთი ციანიდი მათ შორის, რომელიც ადრე გამოყენებულია არა მარტო პირველი მსოფლიო ომის დროს, არამედ, რამდენიმე ქვეყნის პოლიციას ქონდა მისი წყლის ჭავლში შერევის და არეულობის დროს მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენების ფაქტები! ოღონდ 1993 წლამდე… ქიმიური იარაღის კონვენციის მიღების შემდეგ აიკრძალა! დანარჩენი სამი ც ი ა ნ ი დ ი არასოდეს არავის გამოუყენებია ა დ ა მ ი ა ნ ი ს წინააღმდეგ!!! ამის საფუძველზე მივიდა გონივრულ ვარაუდამდე გამოცდილი ამერიკელი ტოქსიკოლოგი — “თუ 3439 კოდის ფხვნილი გამოიყენეს, სავარაუდოდ camite იქნებოდაო” “ხარისხიანად განათლებული “ კობახიძე გვიმტკიცებს კ ა ტ ა ს ტ რ ო ფ ა ს: camite კი არა— UN3439 კოდის სხვა ნივთიერება გავაზავეთ წყალშიო(!!!) ანუ, საქართველოში—მსოფლიოში პ ი რ ვ ე ლ ა დ — UN3439 კოდის საშიში ც ი ა ნ ი დ ე ბ ი დ ა ნ ისეთი სახეობა გამოვიყენეთო, რომელიც აქამდე არასოდეს გამოუყენებიათ ადამიანების მიმართო!!! საერთაშორისო “ხიმიოთერაპიის” კურსის ქვეშ მოქცეული “ოცნებისთვის” ტრაგიკულია რომ —ნაკლები უბედურების პრინციპით—ურჩევნიათ camite აღიარონ, ვიდრე კობახიძის კ ა ტ ა ს ტ რ ო ფ უ ლ ი ვერსია!
UN3439 ც ი ა ნ ი დ ე ბ ი ს შეფუთვის სახეობას თავის ქალა არის მონიშნული და ნომერი “6” აწერია, რაც სიცოცხლისთვის საშიშს ნიშნავს!




