ივანიშვილმა იცის, რომ “ოცნება” დამარცხებულია – გახარია

რატომ დაბრუნდა ივანიშვილი? – “რეაქციაში” პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია რამდენიმე მიზეზზე საუბრობს და ამბობს:
ბევრი რამე არის ზედაპირზე, არის ძალიან გამოცდილი, გონიერი ადამიანი, მან ძალიან კარგად იცის, რომ “ოცნება” დამარცხებულია და ამის გააზრება და აღქმა იქნება უმძიმესი და ძალიან მტკივნეული, შესაბამისად, ის ეცდება, რომ ეს მდგომარეობა გამოასწოროს. ხედავს, რომ მის გარდა არაფერი არ მუშაობს ქვეყანაში, სახელმწიფო დისფუნქციურია, არანაირი არჩევნების მოგებაზე, საუბარიც ზედმეტია, ვინ უნდა მოი9გოს ეს არჩევნები, იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც ყურადღებას აღარ აქცევენ რას საუბრობენ თუ იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც ემსახურებიან პარტიას და ივანიშვილს და არა სახელმწიფოს? ამას დაამატეთ კორუფციის ის სისტემური ფორმები, რომელიც უკვე თვალსაჩინო გახდა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყელას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერ კიდევ ღარიბ ქვეყანაში ნებისმიერი სახის კორუფცია დანაშაული კი არა ღალატია,“ .

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი სენატორების წერილზე – არ არის სწორი, როდესაც შენ მეგობარ და პარტნიორ ქვეყანას კანონთან დაკავშირებით, რომლის ანალოგიურიც შენთან დღესაც მოქმედებს, ასეთი მუქარის ტონით ესაუბრები