ივანიშვილი ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს – ჯერი კონოლი და მაიკ ტერნერი

კონგრესმენებმა ჯერი კონოლიმ (დემოკრატი – ვირჯინია), მაიკ ტერნერმა (რესპუბლიკელი – ოჰაიო), განცხადება გაავრცელეს, სადაც ს დასანქცირებას მიესალმებიან.
„ჩვენ მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, დააწესოს სანქციები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო დააახლოვა ს ერთპარტიულ ავტორიტარიზმის მოდელთან, მიიღო „უცხოელი აგენტების“ კანონი, იძალადა დემონსტანტებზე და შეაჩერა მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე. შეერთებულმა შტატებმა უნდა განაგრძოს იმ პირების პასუხისმგებლობაში მიცემა, რომლებიც ზღუდავენ ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს, მათ შორის დამატებითი სანქციების მეშვეობით.“
ჯერი კონოლი წარმოადგენს წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და მთავრობის რეფორმების კომიტეტის უფროს წევრს და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილ პრეზიდენტს. მაიკ ტერნერი კი ხელმძღვანელობს წარმომადგენელთა პალატის მუდმივ სადაზვერვო კომიტეტს და არის -ის დელეგაციის ხელმძღვანელი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში.
წყარო: პუბლიკა