“ივანიშვილი ტანით უნდა გრძნობდეს, რომ რაც არ უნდა ქნას „მაინც ამოვთხრით“ – ჩერგოლეიშვილი

ვერ გათვალა, რომ 80 წლის რუსულენოვანი უკრაინელი ქალები დაუწყებდნენ რუსულ არმიას მუქარას, რომ ჯიბეში მზესუმზირა ჩაიყარონ, რომ დამარხავდნენ, რაღაც მაინც ამოსულიყო მათ გვამებზე. ბიძინა ივანიშვილმაც, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტი და თავისუფალ სამყაროში ინტეგრაციის ისტორიული მისია უცხო ინტერესად შერაცხა და რუსული კანონით ძირის გამოთხრა დაუწყო, ჩათვალა, რომ ქართველები ამას გადაყლაპავდნენ. ასეთი წარმოდგენა აქვს ჩვენზე. —– რუსული ომი ჰიბრიდულია – მრავალკომპონენტიანია. სამხედრო აგრესია მხოლოდ უკიდურესი ზომაა. მთავარი იარაღები ძირგამომთხრელი საქმიანობა და პროპაგანდაა (ფსიქოლოგიური ომი, შიშების კულტივაცია). დღეს ივანიშვილის რეჟიმის მეშვეობით გვეომება. ივანიშვილის რეჟიმი რუსეთის ჰიბრიდული ომის იარაღია. ამიტომ უთხრის ის ძირს ჩვენს ისტორიულ, ეროვნულ მისიას – ძლიერი, დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებას, სადაც გაწონასწორებული და შეკავებული ხელისუფლება, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია იცავს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს. ამიტომ უთხრის ძირს ჩვენს რეალურ ინტეგრაციას თავისუფალ სამყაროში. უბრალოდ, როგორც პუტინმა, ვერ გათვალა უკრაინის ბრძოლისუნარიანობა და ეს ძირგამომთხრელი ავანტიურა გაცილებით მეტი უჯდება, ვიდრე ვარაუდობდა. ზუსტად ისე ვერ გათვალა ბიძინა ივანიშვილმა და ეს ძირგამომთხრელი ავანტიურა გაცილებით ძვირი უჯდება. ჩვენ დღეს ვართ უსისხლო ომში. ამ ომის მოგებას სჭირდება ნებისყოფა. თუ ნებისყოფა არ გვეყო და მორალურად გაგვტეხა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა, ამ ყველაფერს გაცილებით მეტი სისხლი და მსხვერპლი მოყვება. ეს რომ ასეა და რუსეთის ქვეშ ყოფნას გაცილებით უფრო მეტი ქართველის მსხვერპლი მოაქვს, ჩვენივე ისტორიით დასტურდება: 1921 წლის რუსული ოკუპაციის შემდეგ დაიწყო რეპრესიები, რომელსაც შეეწირა 20 000 საუკეთესო, ყველაზე ჭკვიანი ქართველი – ქართული ელიტა. დააპატიმრეს 80 000 და გადაასახლეს 100 000 ქართველი. ამის შემდეგ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და 300 000 ქართველი გაიჟლიტა ომში, რომელიც საქართველოს ტერიტორიამდე არ მოსულა. დღეს, როგორც ს არ აქვს გამარჯვების გარდა სხვა გზა, ისე ჩვენ არ გვაქვს გამარჯვების გარდა სხვა გზა, თუ გვსურს რომ ქვეყანა შევინარჩუნოთ და ძალიან დიდი მსხვერპლი ავიცილოთ თავიდან. საზოგადოების ამ განწყობას უნდა ხედავდეს რეჟიმი. მან არ უნდა ჩათვალოს, რომ კანონი თუ გაიტანა მორალურად გაგვტეხავს და ძალაუფლებას შეინარჩუნებს, რათა ჩვენი სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრა და რუსეთის იმპერიული ამოცანების შესრულება გააგრძელოს. მას უნდა ესმოდეს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მის დასამარცხებლად ვიბრძოლებთ. ივანიშვილს უნდა ესმოდეს, ტანით გრძნობდეს, რომ რაც არ უნდა ქნას „მაინც ამოვთხრით“. თუ ეს ეცოდინება, კანონსაც ვერ მიიღებს. ანუ პირიქითაა, “თუ კანონი მიიღეს, დავიღუპეთ და საქართველოდან წავალთ” – კი არა. “რა კანონიც უნდა მიიღო, მაინც თავზე გადაგახევთ და ამოგძირკვავთ! ამოგთხრით!” – ეს უნდა იყოს სულისკვეთება.
და მოვიგებთ!”.