ივანიშვილი ზუსტად გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე წერს საკუთარ განაჩენს! –

ზუსტად გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე წერს საკუთარ განაჩენს! – ამის შესახებ თადვაცვის ყოფილი მინისტრი, სოციალურ ქსელში წერს.
ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ “ოცნების” დამფუძნებელი ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე არ გაჩერდება – “კიდევ შემოგვთავაზებს ამ მრავლის ნანახ ქვეყანაშივ კი ჯერარნახულ სისასტიკის მასტერკლასს”.
მისი თქმით, ის თუ როგორც ექცევა ივანიშვილი “მის პირად ტყვეს, იქნება მისი მთავარი განაჩენი რეჟიმისგან თავისუფალ საქართველოში”.
ყველა უბედურების მიხედავად რაც ქვეყანას თავს დაატეხა ივანიშვილმა, ის თუ როგორ ექცევა თავის პირად ტყვე ბაჩიაშვილს იქნება მისი მთავარი განაჩენი რეჟიმისგან თავისუფალ საქართველოში.
– ბაჩიაშვილის მოტაცება და სრულიად უკანონო პატიმრობა;
– ბაჩიაშვილის შეკვეთილი ცემა სამარტოო საკანში;
– ბაჩიაშვილზე ზეწოლისთვის დამონებული პარლამენტი, რომელმაც სპეციალურად კანონები შეცვალა;
– საქმის აღძვრა მის მშობლებზე, ისევ და ისევ ტყვეზე ზეწოლისთვის …
დარწმუნებული ვარ აქ არ გაჩერდება და კიდევ შემოგვთავაზებს ამ მრავლის ნანახ ქვეყანაშივ კი ჯერარნახულ სისასტიკის მასტერკლასს ….
კიდევ ერთხელ, ზუსტად გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე წერს საკუთარ განაჩენს!”- წერს თინა ხიდაშელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – კონკრეტულ პოლიტიკოსებზე აქვს ივანიშვილს გადაწყვეტილი, რომ მზის შუქს თავისუფლებაზე ვეღარ იხილავენ, ეს ასევე, არის ცალსახა პასუხი ევროკომისიის ანგარიშზე – ყველა ანგარიშს ივანიშვილი პასუხობს ზუსტად ასეთი გამწვავებული ფორმით

ირაკლი ქადაგიშვილი – გენერალური პროკურორის განცხადებაში არ დამინახავს, რომ რომელიმე ქვეყანა გამოაცხადა მტრულ სახელმწიფოდ, საუბარია იმაზე, რომ ამ პირებმა ჩაიდინეს მტრული საქმიანობა სახელმწიფოს წინააღმდეგ – ამ მოვლენებს პირდაპირ ეთერში ვუყურებდით