ივანიშვილი აცხადებს, რომ პარტიასა და მთავრობაში ცვლილებები არ იგეგმება

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე აცხადებს, რომ პარტიასა და მთავრობაში ცვლილებები არ იგეგმება.
ბიძინა ივანიშვილს კითხვა დაუსვეს, მისი პარტიაში დაბრუნების შემდეგ გეგმავს თუ არა მთავრობაში ცვლილებებს.
„არა, ასეთი რამ არ იგეგმება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.