ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, დიტო სამხარაძე, სოციალურ ქსელში, შალვა ნათელაშვილს პასუხობს და წერს:
ოპოზიციის კლოუნს, ფულზე გაყიდულს და ქვეყნის გამყიდველ შალიკო ნათელაშვილს მინდა პასუხი გავცე – ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ერისკაცს ბიძინა ივანიშვილს არათუ გინება, ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა არ უთქვამს არასოდეს არც საჯაროდ, არც პირად საუბრებში არათუ გუნდის წევრების, არამედ ყველზე რადიკალურად განწყობილი ოპონენტის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გინებაზე მეტსაც იმსახურებს. ეს ბინძური ტყუილი ნათელაშვილისგან არ მიკვირს, მაგრამ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, მე ვიცი სართულიანი გინებები და არ დაგაკლებდი ახლა არაფერს, უბრალოდ შენზე სიტყვის გასვრაც კი მენანება, იმდენად მდაბიო არარაობა ხარ, ნაკაცარო შალიკო.
ცნობისთვის შალვა ნათელაშვილმა თქვა;
ბიძინას, ივანიშვილს სცოდნია საშინელი გინება, მისგან გამოქცეულებმა მითხრეს და კადრებს, თურმე, არჩევს ამის მიხედვით… აგინებს, დედასაც აგინებს და ვინც მოითმენს, მაგალითად კობახიძე, ის მოსწონს და მას აწინაურებს.




