ივანიშვილის ფონდი ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს

ფონდი „ქართუ“ ეროვნულ ნაკრებს 30 მილიონს გადასცემს, ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:
„საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით თითოეულ ქართველს უდიდესი სიხარული აჩუქა. ამ წარმატების, თაობათა ოცნების ახდენის უკან თითოეული ფეხბურთელის, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლის, საფეხბურთო სფეროში ჩართული ადამიანების უდიდესი შრომა დგას.
სწორედ ამიტომ, საფეხბურთო ნაკრების მოტივაციის დამატებით მხარდასაჭერად, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს. ამასთანავე, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი „ქართუ“ ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს.
გამარჯვებას ვუსურვებთ ჩვენს ნაკრებს. გვჯერა, რომ ეს მხოლოდ წარმატების ამ საოცარი გზის დასაწყისია და წინ კიდევ უამრავი გამარჯვება გველის“

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ხუციშვილი: 2007 წლიდან, როცა ქვეყანა საერთაშორისო ბანკს შეუერთდა, მნიშვნელოვანი წინსვლა ვიქონიეთ, ჩვენ უკვე გავხდით აზიის განვითარების ფონდის დონორი, ამიტომ ეს განსაკუთრებულ როლს გვანიჭებს

მარიამ წიკლაური: Ზეციდანაც მოგვეხმარებიან ჩვენი დიდი წინაპრები, ცოცხლები კიდე მკვდარს არ დავემსგავსებით და ერთობაში ვპოვებთ ხსნას, რომ ნამდვილი თავისუფლება მოვიპოვოთ! Ღმერთიც ჩვენთან იქნება! Და ერიც!