ივანიშვილის და კობახიძის განცხადებები ტყუილია – იან კელი

ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი “პირველებთან” ინტერვიუში ამბობს:
ივანიშვილის თუ კობახიძის განცხადებებმა ყველაზე კარგად აჩვენა, რომ არანაირ კომპრომისზე არ აპირებს ხელისუფლება წასვლას და მათ აღარ აქვთ არანაირი ინტერესი ამერიკასთან თანამშრომლობის. მთელი ეს შეთქმულების თეორიები, რომლებსაც ქართული ოცნების ლიდერები ავრცელებენ, დიპლომატები არ ვიყენებთ ამ სიტყვას, მაგრამ ყველაფერი ტყუილია! თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები რევოლუციას აწყობდა მისი დაფინანსებით, ესეც ხომ ტყუილია. დახმარება, რომელსაც ამდენი წელია გავცემთ, საქართველოს დასავლეთთან დაახლოებისთვის იყო, დემოკრატიული ინსტიტუტების შენებაში დასახმარებლად. რთულია, გითხრათ, ქართულმა ოცნებამ საბოლოოდ აირჩია თუ არა რუსული გზა. ბუდაპეშტის და მოსკოვის გზას მიყვებიან. რატომ? ქართულ ოცნებას უბრალოდ უნდა, ძალაუფლება შეინარჩუნოს და ამისთვის მზადაა, კანონიც გაიტანოს და ევროპული მომავალიც რისკის ქვეშ დააყენოს. დემოკრატიის მთავარი პრინციპი პლურალიზმია. ხელისუფლებას არ უნდა კომპრომისი, არ უნდა განსხვავებული აზრების მოსმენა, ამ კანონით ყველას დემონიზებას უნდა, ეს კანონი შეუძლებელს ხდის, შეუერთდეთ დემოკრატიულ ქვეყნებს, ევროკავშირს. ივანიშვილის ხელისუფლებამ სხვა გზა აირჩია. ჩვენ უნდა დავდგეთ იმ ხალხის მხარეს, ვინც საკუთარ ჯანმრთელობას ქუჩაში საფრთხეში აგდებს და იბრძვის საქართველოს მომავლისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია – ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მას მანქანის ფანჯარა ჩაუმტვრიეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს – რუსმა ძალოვანებმა დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც

გიორგი ბუტიკაშვილი – გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ,“ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად