ივანიშვილის დაგვიანებული სანქციები დაუწესდა, მისი როლის გამო, კიდევ მეტი უნდა გაკეთდეს – რიში – Netgazeti • ბიძინა ივანიშვილი • სანქციები • ქართული ოცნება • ჯიმ რიში • ჯინ შაჰინი • Netgazeti.ge

აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ჯიმ რიშის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ს დიდი ხნის დაგვიანებული სანქციები დაუწესდა, მასთან მიმართებით კიდევ მეტი უნდა გაკეთდეს.
„მიუხედავად ოპოზიციის ბოიკოტისა, საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტად ღიად ანტიდასავლური პოლიტიკოსი დანიშნა. გათვალისწინებულია, რომ ხელისუფლება ცდილობს უარი თქვას საქართველოს მეგობრებზე, მაგრამ ჩვენ არ მივატოვებთ მის ხალხს.
მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საბოლოოდ დაწესდა დიდი ხნის დაგვიანებული სანქციები, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ არეულობაში მისი როლის გამო, კიდევ მეტი უნდა გაკეთდეს.
კიდევ ერთხელ, არ მიატოვებს ქართველ ხალხს და მათ სურვილს ჰქონდეს თავისუფალი, სამართლიანი დემოკრატია“, – წერს რიში პლატფორმა X-ზე.
აშშ-ის კიდევ ერთი სენატორის, დემოკრატიული პარტიის წევრის, ჯინ შაჰინის განცხადებითაც, ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს.
„ქართველმა ხალხმა არაერთხელ წინააღმდეგობა გაუწია ავტოკრატიას – ისინი ქუჩებში გამოვიდნენ თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის.
მე გავაგრძელებ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, რადგან ისინი ითხოვენ, რომ მათი მთავრობა ასახავდეს მათ ნებას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს” – წერს X-ზე შაჰინი.