ევროპის სახალხო პარტიამ ყრილობაზე საქართველოს შესახებ უმწვავესი რეზოლუცია მიიღო – EPP მოითხოვს, ივანიშვილის “ქართუ ბანკი” SWIFT-დან გათიშონ და დაუბლოკონ VISA და MASTERCARD-ი.
ასეთი გადაწყვეტილების პრაქტიკა ევროკავშირს აქვს. ანალოგიური სანქციები პუტინის კონტროლირებადი ბანკების წინააღმდეგ მაშინ აამოქმედეს, როდესაც ის ნუკრიანში შეიჭრა.
ამასთან, “ევროპის სახალხო პარტია” ითხოვს, სანქციები შემოიღონ იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რეჟიმს.
EPP ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოსა და იგივე აზრზე მყოფ ყველა საერთაშორისო პარტნიორს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შემოიღონ კოორდინირებული ორმხრივი პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების, კომპანიებისა და ხელშემწყობთა ქსელის წინააღმდეგ, და ევროკავშირში არსებული ივანიშვილის ყველა აქტივი გაყინონ; [EPP] ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, შესაბამისი ზომები მიიღონ, რათა ივანიშვილის „ქართუ ბანკი“ SWIFT და Visa/MasterCard ქსელებიდან ჩამოჭრან, და სექტორალური სანქციები შემოიღონ ბიზნესების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რეჟიმს, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებსაც სპილენძის მადნებთან და ფერად მეტალებთან აქვთ საქმე”- წერია რეზოლიციაში
“ევროპის სახალხო პარტიამ” საქართველოს შესახებ მწვავე რეზოლუცია მიიღო – დოკუმენტში წერია, რომ EPP ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ლეგიტიმურ უფლებას, ევროპულ მომავალს და მათ ბრძოლას რუსეთის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ სრულ სოლიდარობას უცხადებს.
· „ევროპის სახალხო პარტიის” მიერ მიღებულ რეზოლუციაში არის მოწოდება „ახალი არჩევნების ჩატარებაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესების დასანქციებაზე“.
· ვალენსიაში გამართულ ყრილობაზე მიღებული რეზოლუციის თანახმად, EPP ევროკომისიას, მის წევრ სახელმწიფოებს და საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, გადახედოს საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებას და ბიძინა ივანიშვილს, მისი ოჯახის წევრებს, კომპანიებს და მის ხელშემწყობთა ქსელს ორმხრივი სანქციები დაუწესონ.
· EPP მოითხოვს, რომ ევროკავშირში ბიძინა ივანიშვილის აქტივები გაყინონ, “ქართუ ბანკი” სვიფტიდან გათიშონ და ვიზა/მასტერკარდის სისტემებიდან. ამასთან, რეზოლუციაში წერია, რომ ევროკავშირმა სექტორული სანქციები დაუწესოს მიზნობრივ ბიზნესს, რომელიც რეჟიმს მხარს უჭერს.
