„ივანიშვილის ამ განცხადებას ყურადღება არ მიაქციეს. არადა, სულ ტყუილად“ – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:
„მესმის, თანაც ძალიან კარგად, საზოგადოების ნაწილის განწყობა ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ
თუმცა, ბევრს ვინც “ქართული ოცნების” გუნდის ყოფილი წამყვანი წევრების მიმართ განხორციელებული ქმედებებით გაოცებული, შეშფოთებული, ან ნაწყენია, მეხსიერებას აღვუდგენ და შევახსენებ თუ რისთვის დაბრუნდა პოლიტიკაში კიდევ ერთხელ ბიძინა ივანიშვილი. 2023 წელს “ქ/ოცნების” ყრილობაზე მან ყველას გასაგონად განაცხადა შემდეგი:
„ჩემი მთავარი მიზანი არა საარჩევნოდ პარტიის კიდევ უფრო გაძლიერება, არამედ ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა. მმართველი პარტია საჭიროებს ახალ სიმძიმის ცენტრს და მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ ამ ახალი სიმძიმის ცენტრის მისიის შესრულება დღეს დროული და აუცილებელია. ამისთვის 2-3 კაცთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი და მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება ჩემსა და გუნდს შორის, ბევრად უფრო ფართო კონსულტაციებსა და კოორდინაციას საჭიროებს“
ბევრმა, მათ შორის “ქ/ოცნების” მომხრეებმა, შეიძლება ამ განცხადებას ყურადღება არ მიაქციეს. არადა, სულ ტყუილად. ეს იყო ახალი გზამკვლევი “ქ/ოცნებისთვის,” რომლის მატერიალიზაცია-რეალიზაციაც ეხლა ხდება.
შევხედოთ პროცესს ემოციების გარეშე, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს, და სავსებით მესმის მათი, ვისაც ამის გაკეთება უჭირს, ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე“

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”