გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთაველზე, აქციის მიმდინარეობისას, მომხდარ შემზარავ ფაქტს. ახალგაზრდებმა გამოიტანეს და დაწვეს კუბო, რომელზეც გამოხატული იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მართლმადიდებელი ეკლესია ემზადება ქრისტეშობის დღესასწაულისთვის, რაც გულისხმობს ჩვენი გულების განწმენდას, რათა მასში იშვას უფალი. მომხდარი კი არის საშინელი ღვთისგმობა და ნებსით თუ უნებლიედთ ეშმაკის მსახურება. ასე იქცეოდნენ ეკლესიის მტრები და ღვთისმგმობელები ხატმებრძოლობის და კომუნისტების პერიოდში, ინგრეოდა ტაძრები და წვავდნენ ხატებს. ახალგაზრდებს ვთხოვთ შეინანონ ეს გმობა და მიუხედავად დაძაბული ვითარებისა არ ჩამოშორდნენ მაცხოვარს მსგავსი მიუღებელი ქმედებებით.
ჩემი ნაცნობი გარდაიცვალა ამასწინათ და ზუსტად ეგეთ კუბოში დამარხეს და ეგეც ცოდვაა, თუ იცით? შეიძლება იესოს გამოსახულებიანი კუბოს მიწაში ჩადება? იესო ხომ არ დამარხეს შემთხვევით? გთხოვთ, სწრაფად მიპასუხოთ, სანამ დროა ამოვთხაროთ
და ახალგაზრდებს რომ ჩეხავდნენ ქართველები, შუაში რატომ არ ჩაუდექით სასულიერო პირნი, მაშინ რატომ არავის ახსოვდა უფალი. რატომ არ შეუშალეთ მოვლენების დრამატულ განვითარებას ხელი.
დაგმეთ ჯიპები გადადით ჟიგულებზე და დაგიჯერებთ
ქვეყანა თავზე გვემხობა და თქვენ სასახლეს მისტირით, რომელსაც არავითარი რელიგიური დატვირთვა არ გააჩნდა. ნუთუ ქრისტე არ დადგებოდა დაჩაგრულის და დაცემულის მხარეს?! თქვენ რა გჭირთ, ურჯულოებო, მართლა უღმერთოებო! უკვე მერამდენედ მოირწყა თბილისის ქუჩები ქართველების სისხლით და თქვენ ასეთ პოსტს თითხნით!
პროპაგანდამ ახალი საკვები გადმოუგდო თავის ტვინგლუვ მასას: მაცხოვრისგამოსახულებიანი კუბო დაწვესო. . მაცხოვრის გამოსახვის ადგილი კუბოზე არ არის და ვინც გამოსახავს, იმან აღარ უნდა გამოსახოს. . არცერთ გამოსახულებას არ შეიძლება ჰქონდეს ხატის ან სიწმინდის დატვირთვა, სანამ არ ეკურთხება შესაბამისი წესით. . ადამიანი, რომელიც კუბოზე არაკანონიკურად ამოკვეთილ გამოსახულებაზე მეტად წუხს, ვიდრე ცოცხალი ადამიანების დამტვრეულ ძვლებზე, არის ფარისეველი და არაფერი აქვს საერთო ქრისტიანულ მორალთან.