იერუსალიმში, პოლიციასა და ულტრაორთოდოქს ებრაელებს შორის, რომლებიც სამხედრო სამსახურში გაწვევის კანონს აპროტესტებდნენ, შეტაკება მოხდა

ათასობით ულტრაორთოდოქსმა ებრაელმა იერუსალიმში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც, მათ სამხედრო სამსახური უნდა გაიარონ.
მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა.
ს პოლიციამ განაცხადა, რომ მომიტინგეებმა ქვები დაუშინეს და თავს დაესხნენ ულტრაორთოდოქსი მინისტრის ავტომობილს. საპასუხოდ, პოლიციამ, მათ დასაშლელად, წყლის ჭავლი გამოიყენა.
ისრაელში ებრაელი მამაკაცებისა და ქალების უმეტესობისთვის სამხედრო სამსახურის გავლა სავალდებულოა, მაგრამ შეთანხმებების თანახმად, ულტრაორთოდოქსი მამაკაცები სამხედრო სამსახურში გაწვევისგან თავისუფლდებოდნენ. რამდენიმე დღის წინ, ისრაელის უზენაესმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ისრაელის მთავრობას ულტრაორთოდოქსი იეშივა სტუდენტების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს და ულტრაორთოდოქსმა მამაკაცებმა სამხედრო სამსახური უნდა გაიარონ.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგიზ ფხალაძე – ამ ეტაპზე ხელისუფლების არც ქმედება და არც რიტორიკა არ მაფიქრებინებს, რომ ისინი აშშ-სთან ვითარების განმუხტვასა და გამოსწორებაზე ზრუნავენ, ამიტომაც ვფიქრობ, რომ წინ კიდევ უფრო რთული პერიოდი გველის