იერუსალიმში ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე ნეთანიაჰუს გადადგომა მოითხოვეს

ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, გაიმართა 17 ივნისს იერუსალიმში.
ს პოლიტიკური ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ს გადაყენებას ესწრაფვის.
მრავალი ათასი ადამიანი მივიდა ისრაელის პარლამენტის შენობასთან და ნეთანიაჰუს სახლის მიმართულებით აპირებდა მსვლელობის მოწყობას.
საგანგებო ომის – ერთობის – მთავრობა, გასულ კვირაში დაიშალა მას მერე, რაც ის დატოვეს ცენტრისტმა პოლიტიკოსებმა, ოპოზიციის ლიდერმა, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ბენი განტცმა და გადამდგარმა გენერალმა, გადი აიზენკოტმა.
ახლა ნეთანიაჰუ დამოკიდებულია ულტრაორთოდოქსსა და ულტრამემარჯვენე პარტნიორებზე, რომელთა მკაცრმა პროგრამამ სერიოზული განხეთქილება გამოიწვია ჯერ კიდევ ღაზის სექტორის ომის დაწყებამდე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ