იენს სტოლტენბერგმა და ლოიდ ოსტინმა უკრაინის მხარდაჭერის გაფართოებისთვის იარაღის წარმოების გაზრდაზე ისაუბრეს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ვაშინგტონში შეხვდა, – ინფორმაციას -ის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ოსტინმა და სტოლტენბერგმა უკრაინის საჭიროებისთვის თავდაცვის წარმოების სწრაფად გაზრდის კრიტიკულ აუცილებლობაზე ისაუბრეს.
„თითოეულმა აღნიშნა თავდაცვის წარმოების სწრაფად გაზრდის კრიტიკული აუცილებლობა უკრაინის მხარდაჭერის გაფართოების, ალიანსის საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მარაგის შევსების და ვილნიუსის სამიტზე მიღებული თავდაცვის გეგმების გაზრდილი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით“, – აღნიშნულია აშშ-ის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
სთან დაკავშირებით, მათ ასევე ხაზი გაუსვეს ნატოს ერთიანობის შენარჩუნების მნიშვნელობას და განიხილეს ალიანსის მხარდაჭერა.
ლოიდ ოსტინმა და იენს სტოლტენბერგმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების ვითარების შესახებ, კერძოდ, გამოხატეს აღშფოთება და მწუხარება იორში ამერიკელი სამხედროების დაღუპვისა და დაშავების გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა