იენს სტოლტენბერგი – ჩეხეთმა უკრაინისთვის ნახევარი მილიონი საარტილერიო ჭურვი შეიძინა – მოკავშირეებმა ღრმად უნდა ჩაიხედონ საკუთარ მარაგებში და დააჩქარონ რაკეტების, არტილერიისა და საბრძოლო მასალის გადაცემა

ჩეხეთმა უკრაინისთვის ნახევარი მილიონი საარტილერიო ჭურვი შეიძინა. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონეზე ნატო-უკრაინის საბჭოს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ნატო-ს თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ [უკრაინისთვის] სამხედრო დახმარების დაჩქარებასა და გაზრდაზე, მათ შორის მეტი საჰაერო თავდაცვის…
მივესალმები გერმანიის ძალისხმევას, მათ შორის ბოლო გადაწყვეტილებას დამატებითი Patriot სისტემა გადასცენ ს. Patriot-ებთან ერთად, კიდევ ბევრი იარაღია, რომელთა გადაცემაც შეუძლიათ მოკავშირეებს, მათ შორის SAMP-T…
ჩეხეთმა დაადასტურა, რომ ამუნიციის მათი ინიციატივის ფარგლებში მათ [უკრაინისთვის] ნახევარი მილიონი საარტილერიო ჭურვი შეიძინეს.
მივესალმები ხვალ უკრაინისთვის კრიტიკული დახმარების პაკეტზე კენჭისყრისადმი -ის კონგრესში მიღწეულ პროგრესს. იმედი მაქვს, რომ კანონპროექტი დამატებითი შეფერხებების გარეშე იქნება მიღებული.
მოკავშირეებმა უფრო ღრმად უნდა ჩაიხედონ საკუთარ მარაგებში და დააჩქარონ რაკეტების, არტილერიისა და საბრძოლო მასალის გადაცემა”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ასევე დაგაინტერესებთ