იენს სტოლტენბერგი – რუსეთი ფინეთზე მიგრაციულ ზეწოლას მიზანმიმართულად ქმნის

ფინეთზე მიგრაციულ ზეწოლას რუსეთი მიზანმიმართულად ქმნის, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.
„ბოლო რამდენიმე კვირაა მოსკოვი ფინეთში მიგრანტების შესვლას უწყობს ხელს, რამაც სასაზღვრო პუნქტების დახურვა გამოიწვია. რუსეთი მიგრაციას ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს. ნატო სოლიდარობას უცხადებს ჩვენს მოკავშირე ფინეთს და მივესალმები „ფრონტექსის“ ძალისხმევას, რომლითაც იგი ფინეთს საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებაში ეხმარება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთმა ევროპაში ომი დააბრუნა და ახლა დასავლეთის დემოკრატიების დესტაბილიზაციას დეზინფორმაციის გავრცელებით, კიბერშეტევების და მიგრაციის გზით ცდილობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ია კვანტალიანი – ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს

ზურაბ ჯაფარიძე: ზელეგიტიმურები ამჯერად რომელიმე ლიდერთან სიახლოვეში გადაღებული ფოტოებით ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია და ისინი მიღებული არიან ცივილიზებულ საზოგადოებაში

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…