იენს სტოლტენბერგი – რუსეთი ფინეთზე მიგრაციულ ზეწოლას მიზანმიმართულად ქმნის

ფინეთზე მიგრაციულ ზეწოლას მიზანმიმართულად ქმნის, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.
„ბოლო რამდენიმე კვირაა მოსკოვი ფინეთში მიგრანტების შესვლას უწყობს ხელს, რამაც სასაზღვრო პუნქტების დახურვა გამოიწვია. რუსეთი მიგრაციას ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს. ნატო სოლიდარობას უცხადებს ჩვენს მოკავშირე ფინეთს და მივესალმები „ფრონტექსის“ ძალისხმევას, რომლითაც იგი ფინეთს საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებაში ეხმარება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთმა ევროპაში ომი დააბრუნა და ახლა დასავლეთის დემოკრატიების დესტაბილიზაციას დეზინფორმაციის გავრცელებით, კიბერშეტევების და მიგრაციის გზით ცდილობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ქობულია – გახარია სამი თვის წინ დამიკავშირდა და მოლაპარაკებები დავიწყეთ, საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი, ჩვენს შორის ნდობა არ შედგა, თემა დახურულია – გუშინ რა სიაც იყო 15-კაციანი, დღეს ვნახე, რომ სულ სხვა იყო