იენს სტოლტენბერგი – ვლადიმერ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი აჩვენებს თუ რამდენად დამოკიდებულია მოსკოვი ავტორიტარულ ქვეყნებზე

ვლადიმერ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი აჩვენებს, თუ რამდენად დამოკიდებულია მოსკოვი ავტორიტარულ ქვეყნებზე , – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს აჩვენებს, თუ რამდენად დამოკიდებულია პრეზიდენტი პუტინი და მოსკოვი მსოფლიოს ავტორიტარულ ქვეყნებზე. მათი უახლოესი მეგობრები და ს ომის ძალისხმევის, აგრესიული ომის, ყველაზე დიდი მხარდამჭერები, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და ჩინეთი არიან“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ უკვე ბევრი სანქციაა დაწესებული, მაგრამ რუსეთი სანქციებს არღვევს.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეას 18-19 ივნისს ეწვევა.