იენს სტოლტენბერგი – ევროპა მზად უნდა იყოს უკრაინაში ათწლიანი ომისთვის

ევროპა მზად უნდა იყოს უკრაინაში ათწლიანი ომისთვის, რაც უფრო დიდხანს ვიქნებით მზად, უკრაინას დავეხმაროთ, მით მალე დასრულდება ეს ომი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
კითხვაზე, უნდა მოემზადონ თუ არა ნატო-ს მოკავშირეები იმისთვის, რომ უკრაინაში ომი, შესაძლოა, 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს, სტოლტენბერგმა უპასუხა:
„დიახ. მაგრამ მთავარი გზავნილი არის ის, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და რაც უფრო დიდხანს ვიქნებით მზად, მას დავეხმაროთ, მით მალე დასრულდება ეს ომი“.
მისი თქმით, როცა რუსეთის პრეზიდენტი, მიხვდება, რომ უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა მტკიცეა, შეიქმნება კონფლიქტის მოგვარების ისეთი პირობები, რომელშიც გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული სახელმწიფო.
“პარადოქსი ისაა, რომ პრეზიდენტ პუტინს მიაჩნია, ჩვენზე ზეწოლის მოხდენა შეუძლია, ამიტომ ომი გრძელდება. როდესაც ძალიან მკაფიოდ განვაცხადებთ, რომ ჩვენ აქ ვართ ხანგრძლივი დახმარებისთვის, რომ გვაქვს ძლიერი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, მაშინ გვექნება პირობები კონფლიქტის მოგვარებისთვის, სადაც გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო. თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდამჭერის დრო არის ახლა და ადგილი არის – უკრაინა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: ტრანსლაცია საერთაშორისო (თანამგზავრული თუ ინტერნეტ) პლატფორმების მეშვეობით შეწყდება. ვერც საკაბელო ტელევიზიებში ვეღარ იქნებიან… იხილება დასანქცირებული “იმედისა“ და POSTV-ის გაერთიანება „რუსთავი2“-თან