იდეალური დუეტი Apple-ის ეკოსისტემაში

ტექნოლოგიების სამყაროში, მოწყობილობების თავსებადობა უმთავრესია. მაგალითად, MacBook და iPhone განუყოფელი წყვილია, ზუსტად ისევე, როგორც პარტნიორები ავსებენ ერთიმეორეს ცეკვისას.
ასეა Apple-ის ეკოსისტემაშიც, თქვენი მოწყობილობები ერთად მუშაობენ: iPhone MacBook-ს ავსებს, და პირიქით. ამასთანავე, iCloud-ის სინქრონიზაცია საშუალებას გაძლევთ მყისიერად განაახლოთ ყველა აპლიკაციის მონაცემები, იქნება ეს ფოტოები, კონტაქტები, ჩანაწერები თუ დოკუმენტები. მაგალითად, თუ ფოტოს Iphone-ის საშუალებით გადაიღებთ, ის iCloud-ის მეშვეობით თქვენს iPad-სა და Mac-ზეც ავტომატურად გამოჩნდება. აგრეთვე, თუ თქვენ ფოტოს ერთ მოწყობილობაზე წაშლით, ის სხვა დანარჩენი მოწყობილობებიდანაც წაიშლება.
ერთ-ერთი ყველაზე განსაცვიფრებელი უპირატესობა კი ისაა, რომ შეგიძლიათ მუშაობა ერთ მოწყობილობაზე დაიწყოთ და ნებისმიერ სხვაზე განაგრძოთ.
მაგალითად, თუ პრეზენტაციაზე მუშაობას ოფისში თქვენს MacBook-ზე დაიწყებთ, მაგრამ შეხვედრაზე გაგვიანდებათ, შეგიძლიათ მუშაობა ნებისმიერი ადგილიდან iPhone-ზე განაგრძოთ. ყველა შეტანილი ცვლილება ავტომატურადაა სინქრონიზებული, ასე რომ, აქტიური გრაფიკის მიუხედავად, თქვენს პროექტზე მუშაობას მარტივად დაასრულებთ.
თქვენ შეგიძლიათ მარტივად განახორციელოთ და მიიღოთ ზარები Mac-ზე, თუ თქვენს iPhone-ს როგორც Hotspot-ს ისე გამოიყენებთ. როცა ზარი შემოდის iPhone-ზე, მას Mac-ზეც დაინახავთ და შეგიძლიათ კომპიუტერით, ტელეფონის ამოუღებლად უპასუხოთ შემომავალ ზარს.
რაც შეეხება ფაილების გადაგზავნას, AirDrop ამას ისე ამარტივებს, რომ მაგიას ჰგავს. უბრალოდ აირჩიეთ ფაილი და გადაგზავნეთ თქვენს ნებისმიერ მოწყობილობაზე დამატებითი კაბელებისა და პარამეტრების გარეშე. ფაილები მაღალი ხარისხით გადაიგზავნება.
Apple-ის ეკოსისტემაში მოწყობილობებს შორის კოლაბორაცია არა მხოლოდ აადვილებს ცხოვრებას, არამედ თქვენს მოწყობილობებს ერთიანად აქცევს: მანამ, სანამ ერთმანეთზე მორგება შეუფერხებლად და ბუნებრივად ხდება, ისინი თქვენს საჭიროებებსა და პრეფერენციებთან ადაპტირდება. სისტემის ინტერფეისი კონკრეტული მომხმარებლებისთვის უნტუიციური და ადვილად კონფიგურებადია.
გირჩევთ, რომ Apple-ის ორიგინალური აღჭურვილობა მხოლოდ ავტორიზებული პარტნიორებისგან შეიძინოთ – ეს იქნება გარანტია, რომ ხარისხი და მომსახურება მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება. აქვე აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ავტორიზებული პარტნიორებისგან შეგიძლიათ Apple-ის იმ მოწყობილობების შეძენა, რომელიც სპეციალურად ქართული ბაზრისთვისაა შექმნილი და შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მათი შესყიდვა ოფიციალურია.
გარდა ამისა, Apple-ის ავტორიზებული პარტნიორები ხშირად გვთავაზობენ სპეციალურ პირობებს, როგორიცაა სეზონური შეთავაზებები – MacBook Air M1 სპეციალურ ფასად, რომელიც 16 ივნისამდე მოქმედებს, ასევე Cashback შეთავაზება iPhone 15 სერიის ბოლო მოდელების შეძენისას და ს ბარათით გადახდისას 23 ივნისამდე.
თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ Apple-ის რომელიმე მოწყობილობის შეძენისას Trade-In-ის სერვისიც გამოიყენოთ, რომელიც ფართოდ პოპულარული გახდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და გეხმარებათ თქვენი iPhone, MacBook ან Apple-ის ნებისმიერი სხვა მოწყობილობა მარტივი და ბიუჯეტური გზით შეცვალოთ. სხვათა შორის, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა მოწყობილობა გადაცვალოთ, მათ შორის ძველი iPhone ან Android-ის მოდელიც. ასე რომ, Apple-სგან ახალი პროდუქტის შეძენა ნებისმიერ შემთხვევაში უფრო მომგებიანი იქნება.
Apple-ის ავტორიზებული პარტნიორები საქართველოში:
iSpace, Alta, Elit Electronics, Kontakt Home, iTechnics, iStore
· ეკონომიკა რატომ უნდა ჰქონდეს ბიზნესს შეგროვებადი ანაბარი რატომ უნდა ჰქონდეს ბიზნესს შეგროვებადი ანაბარი
· საზოგადოება ZEG – Tbilisi Storytelling Festival ZEG – Tbilisi Storytelling Festival
· საზოგადოება “ჯივიპიში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია, მათი ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოწყობა და ტექნოლოგიური მოდერნიზაცია“ — ვიქტორ სოლისი, წყლის წარმოების და ენერგეტიკის დირექტორი “ჯივიპიში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია, მათი ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოწყობა და ტექნოლოგიური მოდერნიზაცია“ — ვიქტორ სოლისი, წყლის წარმოების და ენერგეტიკის დირექტორი
· გადახედვა საზოგადოება 13 წლის გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, 19 წლის პირი დააკავეს 13 წლის გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, 19 წლის პირი დააკავეს
· გადახედვა მეცნიერება ისტორიაში პირველად, მარსის უდიდეს ვულკანებზე წყლის ყინული დააფიქსირეს ისტორიაში პირველად, მარსის უდიდეს ვულკანებზე წყლის ყინული დააფიქსირეს