იგორ ნარმანია – რაც არ უნდა გააძლიეროს რეპრესიები ბიძინა ივანიშვილმა, მით უფრო მეტ წინააღმდეგობას მიიღებს

რა თქმა უნდა, ეს იყო სასამართლოს მხრიდან ჩემი მორიგი აბსურდული დაკითხვა, რაც არის დაშინების მცდელობა, მაგრამ რაც არ უნდა გააძლიეროს ახლა რეპრესიები ბიძინა ივანიშვილმა, მით უფრო მეტ წინააღმდეგობას მიიღებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა იგორ ნარმანიამ მისი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მას თავად აქვს გამოძიებასთან კითხვები აქტივისტების მიმართ ძალადობის შესხებ.
„რა თქმა უნდა, ეს იყო მორიგი აბსურდული დაკითხვა ჩემს მიმართ სასამართლოს მხრიდან, რომელიც არის მორიგი დაშინების მცდელობა აქტივისტების მიმართ. რა თქმა უნდა, კითხვები იყო ზოგადი, აბსურდული და პირიქით, მე მაქვს გამოძიებასთან კითხვები, თუ რატომ არ ახდენენ საგამოძიებო სტრუქტურები რეაგირებებს იმაზე, რომ აქტივისტებს ხვდებიან სახლებთან, გვირეკავენ და გვემუქრებიან და საგამოძიებო სისტემასთან ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური კითხვები, რაც შეეხება მათ კითხვებს კი, არ არის რელევანტური და არის აბსურდი, ამიტომ ეს პროცესები შეიძლება გაგრძელდეს და გაგრძელდება რუსული ოცნების მხრიდან, მაგრამ რაც არ უნდა გააძლიეროს ახლა რეპრესიები ჩვენს მიმართ ბიძინა ივანიშვილმა, მით უფრო მეტ წინააღმდეგობას მიიღებს“, – განაცხადა იგორ ნარმანიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია – ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მას მანქანის ფანჯარა ჩაუმტვრიეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს – რუსმა ძალოვანებმა დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც

გიორგი ბუტიკაშვილი – გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ,“ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად