იგორ ნარმანია – მინდა ვუთხრა „ქართული ოცნების“ მესვეურებს, რომ ისინი აუცილებლად დამარცხდებიან ქართველ ახალგაზრდებთან ბრძოლაში, ახლა უკვე ნოკაუტით!

მინდა ვუთხრა „ქართული ოცნების“ მესვეურებს, რომ ისინი აუცილებლად დამარცხდებიან ქართველ ახალგაზრდებთან ბრძოლაში, ახლა უკვე ნოკაუტით! – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა იგორ ნარმანიამ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
იგორ ნარმანიას განცხადებით, თითოეულ ქართველს კარგად აქვს გააზრებული დღევანდელ დღეს ბრძოლის მნიშვნელობა.
„მე მინდა ვუთხრა „ქართული ოცნების“ მესვეურებს, რომ ისინი აუცილებლად დამარცხდებიან ქართველ ახალგაზრდებთან ბრძოლაში, იმიტომ რომ ეს განაჩენი მათთვის უკვე გამოტანილია. როგორც შარშან წააგეს ბრძოლა ქართველ ახალგაზრდებთან, ახლა უფრო რთულად, ნოკაუტით დამარცხდებიან ქართულ საზოგადოებასთან.
აქ არიან ადამიანები წარმოდგენილი თავის ძმებთან, დებთან, შვილებთან, დედებთან ერთად, არავინ არ აპირებს დანებებას, არავის მივცემთ უფლებას, რომ ეს ქვეყანა გახდეს ს გუბერნია.
თითოეულ ქართველს კარგად აქვს გააზრებული ბრძოლის მნიშვნელობა დღევანდელ დღეს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არავინ არ ვაპირებთ დანებებას „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ!“ – განაცხადა იგორ ნარმანიამ, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.