იგორ ნარმანია – მთავარი ბრძოლა არის წინ – უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე და გავიმარჯვოთ

მთავარი ბრძოლა არის წინ და ჩვენ ყველამ, ვისაც სურს ევროპული მომავალი, ვისაც სჯერა ამ ქვეყნის სახელმწიფოების, ვისაც სჯერა, რომ არ უნდა დაიკარგოს ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას მთავარი მონაპოვარი, ვისაც სჯერა, რომ ამ ქვეყანას უნდა ჰქონდეს დასავლური მომავალი, უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე და გავიმარჯვოთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა იგორ ნარმანიამ განაცხადა.
ნარმანიას თქმით, მთავარი ბრძოლა არის წინ.
„პირველ რიგში, მინდა სამეგრელოში, ჩემ ოდაბადეში მოგცეთ პირობა, რომ არ გავჩერდებით, პარლამენტთან მდგომი არცერთი ახალგაზრდა გაჩერებას არ ვაპირებთ, ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ. თითოეულ აქ მყოფს კარგად აქვს გააზრებული, თუ რა საფრთხის წინაშე დგას დღეს ჩვენი ქვეყანა. ბიძინა ივანიშვილმა როგორც გააკოტრა და გააჩანაგა თითოეული ქართველის ოჯახი, ახლა ცდილობს, რომ წაგვართვას ევროპული მომავალიც. სამეგრელო, სადაც არ უნდა გავიხედო ხოლმე, როდესაც ვდგავართ წინა ხაზზე, არის ბრძოლის არდში. დღეს თითოეული თქვენგანი არის ისტორიული პროცესის მონაწილე და ეს ისტორიული პროცესი დღეს არის 9 აპრილის გაგრძელება ამ ქვეყანაში. მე ასევე მინდა მივმართო აქ მყოფ სუს-ის, პოლიციის, „რუსული ოცნების“ თანამშრომლებს, რომელთა შვილებიც ძალიან ბევრი ევროპაშია წასული, მინდა იცოდეთ, რომ თქვენს შვილებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის არჩევანი უნდა გააკეთოთ თქვენს შვილებზე.
დღეს, ევროპარლამენტში მიიღეს რეზოლუცია, სადაც საუბარია როგორც ჩვენი მომავლის სანქცირებაზე, სადაც საუბარი მესამე პრეზიდენტის თავისუფლების აუცილებლობაზე ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი ამ ქვეყნისთვის, რადგან უნდა აღინიშნოს, ამ ქალაქში განსაკუთრებით, რომ იყო პირველი პრეზიდენტი, რომელმაც საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა აღმართა. დღეს უნდა ვიცოდეთ, რომ მთავარი ბრძოლა არის წინ და ჩვენ ყველამ, ვისაც სურს ევროპული მომავალი, ვისაც სჯერა ამ ქვეყნის სახელმწიფოების, ვისაც სჯერა, რომ არ უნდა დაიკარგოს ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას მთავარი მონაპოვარი, ვისაც სჯერა, რომ ამ ქვეყანას უნდა ჰქონდეს დასავლური მომავალი, უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე და გავიმარჯვოთ. ამ ქვეყანაში მხოლოდ ღარიბაშვილის და „რუსული ოცნების“ მესვეურების შვილები არ უნდა დადიოდნენ ჩარტერით, ყველას შვილი უნდა იყოს ერთმანეთის თანაბარი და თუ ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ, საქართველოს საუკეთესო დღეები გველოდება წინ“, – განაცხადა იგორ ნარმანიამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ