იგორ ნარმანია – ივანიშვილს უნდა ქვეყანა გააფორმოს რუსეთად, ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი გაბრაზებული მოქალაქე ქუჩაში

ივანიშვილს უნდა ქვეყანა გააფორმოს რუსეთად, ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი გაბრაზებული მოქალაქე ქუჩაში. შევეჩვიეთ დარბევასაც, ჩვენს მოკვლაზეც წამსვლელები არიან, მაგრამ ჩვენ ქვეყნის დაკარგვაზე მეტად არაფრის არ გვეშინია , – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა იგორ ნარმანიამ განაცხადა.
იგორ ნარმანიას განცხადებით, ძალიან ბევრი გაბრაზებული მოქალაქე უნდა გამოვიდეს ქუჩაში, სხვა შემთხვევაში დაგვამარცხებენ.
„პირველ რიგში მე მივმართავ საზოგადოებას, რომლებიც ახლა შეიძლება ტელევიზორებიდან უყურებენ ამ ყველაფერს, გამოვიდნენ გარეთ, რათა საბოლოოდ გაფორმდა რუსული კანონი ქვეყანაში და უნდათ გააფორმონ ეს ქვეყანა რუსეთად, ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და ძალიან მტკიცე, გაბრაზებული მოქალაქე დღეს თბილისის ქუჩებში. სხვა შემთხვევაში დაგვამარცხებენ, უნდა გავიმარჯვოთ, უნდა გავიმარჯვოთ ერთად და მხოლოდ და მხოლოდ მტკიცედ დგომა შველის ამ ყველაფერს. შევეჩვიეთ ამ დარბევებსაც, ალბათ ბოლოს მოგვკლავენ, ამაზეც წამსვლელები არიან, მაგრამ ჩვენ ქვეყნის დაკარგვის მეტად არაფერი არ გვაშინებს“, – განაცხადა იგორ ნარმანიამ, რომლის კომენტარსაც “ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა