„იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო წარმოებული დისკუსია არის ცარიელი გზავნილები კონკრეტული ფაქტების, არგუმენტების გარეშე, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან კარგად იცის ყველამ, რატომ ექვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას და ასეთ სპეკულირებას მეტყველებს ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერებაზე

„იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო წარმოებული დისკუსია არის ცარიელი გზავნილები კონკრეტული ფაქტების, არგუმენტების გარეშე, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან კარგად იცის ყველამ, რატომ ექვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას და ასეთ სპეკულირებას მეტყველებს ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერებაზე
„იგლ ჰილსის“ პროექტი აჭარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ პროექტის ნახევარი ხორციელდება აჭარაში გონიოს მიმდებარედ, შესაბამისად, ეს პროექტი ხელს შეუწყობს კონკრეტულად აჭარის რეგიონის, ტურიზმის განვითარებას, ზოგადად ამ მხარის განვითარებას და დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარების პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო წარმოებული დისკუსია არის ცარიელი გზავნილები კონკრეტული ფაქტების, არგუმენტების გარეშე, რაც ძალიან სამწუხაროა.
„მნიშვნელოვანია,ნებისმიერი დისკუსია წარიმართებოდეს არგუმენტებით, კონკრეტული არგუმენტები უნდა იყოს წარმოდგენილი ორივე მხრიდან. ჩვენს შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტული ფაქტებით, კონკრეტული მონაცემებით, ვცდილობთ, წარმოვადგინოთ არგუმენტები ყველა თემასთან დაკავშირებით. მეორე მხრიდან არის ცარიელი გზავნილები კონკრეტული ფაქტების, კონკრეტული არგუმენტების გარეშე, რაც ძალიან სამწუხაროა. თვალს ვადევნებდი კომენტარებს, რომლებიც ჩემი იდეის გავრცელების შემდეგ ვიხილე, სოციალურ მედიაში არც ფაქტები, არც არგუმენტები“, – განაცხადა ირაკლი მ.
მისივე თქმით, „იგლ ჰილსთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაზე არის სპეკულაციები, რადგან საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ ასეთი ტიპის კომერციული ხელშეკრულებები კომერციული საიდუმლოების სტატუსით გრიფირებას ექვემდებარება.
„ეს თემა პირველად წამოწია, როგორც მახსოვს პარტია „ლელომ“ და მისმა ლიდერმა. მთელი ცინიზმი ამ ყველაფერში მდგომარეობს რაში, რომ მას თავად ჰქონდა გაფორმებული ხელისუფლებასთან, სახელმწიფოსთან ხელშეკრულება, საქმე ეხება ანაკლიის კონსორციუმისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც ზუსტად იგივე წესით იყო გასაიდუმლოებული. ახლა ეს ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის, რა წესით, კანონმდებლობის დაცვით, როგორ ხდება ასეთი ტიპის ხელშეკრულებისთვის საიდუმლოების სტატუსის მინიჭება, სპეკულირებს. მე ვუსმენდი მას თავის დროზე, როცა განცხადებებს აკეთებდა, პირველად ვიგრძენი, რომ მანაც უხერხულობა იგრძნო ამაზე საუბრის დროს. ისეთი რაღაც დაავალეს, ისეთი სპეკულაციებით გამოსვლა, რომ უხერხულობა იგრძნო. სხვა დროსაც სპეკულირებს ხოლმე, მაგრამ არ გრძნობს არავითარ უხერხულობას. აქ მანაც კი უხერხულობა იგრძნო, ეს ეტყობოდა მას საუბრის დროს. კონკრეტული ფაქტი აქვს მას, მის კონსორციუმსა და მთავრობას შორის დაიდო შეთანხმება, მას მიენიჭა კომერციული საიდუმლოების სტატუსი, ზუსტად იგივე წესით მოხდა ამ სტატუსის მინიჭება. რაც შეეხება მიზეზს, მიზეზი არის მარტივი, ეს არის კომერციული ხელშეკრულება და ნებისმიერი კომერციული ხელშეკრულება, მათ შორის მთავრობასა და კომერციულ სუბიექტს შორის დადებული შეთანხმება, ექვემდებარება შეთანხმებას რთული მოლაპარაკების საფუძველზე“, – განაცხადა მ.
მისივე თქმით, ვიდრე საბოლოო ჯამში გაფორმდებოდა „იგლ ჰილსთან“ შეთანხმება, ამას წინ უძღოდა დაახლოებით 3-4-თვიანი მოლაპარაკებები, თითოეული პუნქტი და დეტალი თანხმდებოდა და სახელმწიფოს ინტერესებში იყო, მაქსიმუმი წამოეღო ამ შეთანხმებიდან.
„ერთ-ერთი პუნქტი, რაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, ეს არის 33%-იანი მოგება, რაც წამოიღო სახელმწიფომ ამ პროექტიდან. ჩვენ ვთხოვეთ პარტნიორ კომპანიას, რომ მოეცა ჩვენთვის უფლება, გვესაუბრა საჯაროდ ამ 33%-იან დათქმაზე, რომელიც არის ხელშეკრულებაში ჩადებული და მადლობა მათ, რომ ამის საშუალება მოგვცეს, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება არის გასაიდუმლოებული. შეიძლება იყოს ქვეყანა, სადაც იგივე პრინციპით შევიდა ეს კომპანია და სახელმწიფო ბიუჯეტში უტოვებს არა 33%-ს, არამედ მაგალითად, 30% ან 25%. ასეთ დროს, როდესაც შენ ასაჯაროებ ხელშეკრულების კონკრეტულ პუნქტს, ან წარსულში დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შეიძლება, შეექმნას უხერხულობა, ან სამომავლოდ ისუსტებ შენს პოზიციებს. ამიტომ ძალიან კარგად იცის ყველამ, ვინც არის ჩახედული ასეთი ტიპის პროცესებში, თუ რატომ ექვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას. როდესაც ასეთ პირობებში მაინც ახერხებ სპეკულირებას, ეს მეტყველებს ასეთი ადამიანების არაკეთილსინდისიერებაზე“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, ამისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოსვლა თუნდაც ერთი დღით, საკუთარი თვალით იმის ხილვა, რა ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე ინფორმირებული არჩევანის გაკეთება

ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე, ეს არის – სუსი, პროკურატურა, აუდიტის სამსახური, საქართველოს მთავრობა თავისი სტრუქტურებით, 3-4 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ უწყებების მიერ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ზუსტად იგივე უწყებები გააგრძელებენ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ

უსამართლო დამოკიდებულებას ვერ ექნება ვერავითარი გავლენა ქართველ საზოგადოებაზე, რომელსაც ძალიან დიდი სიბრძნე აქვს შეძენილი, როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ სრულიად უსამართლოა განცხადებები, ქმედებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ამას ვერავითარი